კომპანია "სენა ავტო ჯგუფი" საქართველოში საერთაშორისო ავტომწარმოებელი კომპანია Chery-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
ქართულ ბაზარზე Chery-ს შემოსვლისთანავე, საქართველოში ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად პირველი მოლაპარაკების შედეგად შედგა შეთანხება "სენა ავტო ჯგუფსა" და კომპანია ჰერცი საქართველოს შორის. მემორანდუმის შესაბამისად სენა ავტო ჯგუფმა ჰერც საქართველოს ექსპლუატაციაში Chery-ის ბრენდის 50 ახალი პრემიუმ ხარისხის ავტომობილი TIGGO 7 და ARRIZO 6 გადასცა.
როგორც "სენა ავტო ჯგუფში" აცხადებენ, კომპანია მზად არის, უახლოეს მომავალში, Chery-ს სხვა მოდელების შემოყვანით გააფართოვოს სამოდელო რიგი. ამასთან, 60 ავტომობილი გზაშია და დამკვეთებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ სუპერ ჰიბრიდული მოდელები. აღსანიშნავია რომ სენა ავტო შეძენის მსურველებს პირველ 30 ავტომობილს შევთავაზებთ სუპერ დაბალ ფასად.
"ვამაყობთ, რომ ვართ პირველები, ვინც საქართველოში საერთაშორისო კომპანია CHERY შემოიყვანა. ქართულ ბაზარზე Chery-ის ინოვაციური და ხარისხიანი მანქანები ავტომოყვარულებს ახალ შესაძლებლობებსა და მეტ არჩევანს შესთავაზებს, საქართველოს საავტომობილო ბაზარს კი უფრო მრავალფეროვანს გახდის", - განაცხადა კომპანია "სენა ავტო ჯგუფის" დამფუძნებელმა გია ალიხანაშვილმა.
Chery-ის ავტომობილები მსოლფიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მისი მოდელებია SUV-ის ხაზი - TIGGO, ხოლო სედანის ხაზში - ARIZZO. კომპანიის ისტორია 1997 წლიდან იწყება, როცა ძრავებისა და ელექტროსისტემების სრულყოფილი წარმოება დაიწყო. დღეს Chery ქმნის უსაფრთხო და ინოვაციურ ავტომობილებს, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
Chery-ს მიზანია, შეცვალოს სტერეოტიპი, რომ პრემიუმ ხარისხი მხოლოდ მაღალი ფასის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.
ავტომობილები განკუთვნილია როგორც კორპორატიული სეგმენტისთვის, ასევე ახალგაზრდა ოჯახებისთვის და საქმიანი ადამიანაებისთვის.
სენა ავტო ჯგუფი ქართული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის სატვირთო და სამგზავრო, ასევე შიდაწვის, ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს. "სენა ავტო ჯგუფი" საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომდგენელია, როგორებიცაა HONDA, JAC Motors, CMC Motors, KGM. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი ბრენდის ელექტრომობილების ხაზი SENA.