Empirical ქართულ ბიზნესში AI-ის პრაქტიკულ მიმართულებებს ამკვიდრებს
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
კომპანია Empirical შეიქმნა იდეით, რომ ქართულ ბიზნესებს AI-ის პრაქტიკული გამოყენების იდენტიფიცირებასა და იმპლემენტაციაში დაეხმაროს. ამჟამად ბრენდის საქმიანობა კონცენტრირებულია მონაცემთა მეცნიერების ირგვლივ და გუნდი 5 მთავარი მიმართულებით მუშაობს. ესენია:
- Data Engineering
- Data Analytics & Business Intelligence
- Machine Learning & Artificial Intelligence
- Process Automation & Optimization
- Data Strategy & Advisory
"დღესდღეობით ძალიან ხშირად გვესმის ხელოვნური ინტელექტის შესახებ, თუმცა ძალიან ცოტამ იცის მისი გამოყენების სარგებელი თუ სირთულეები. ჩვენი მიზანია, ქართული კომპანიების ეკოსისტემა ამ მხრივ მაქსიმალურად გავამდიდროთ.
ერთი ნაწილია მონაცემთა შეგროვება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეგროვებული მონაცემების სწორად დამუშავება. ჩვენი სქოუფი მოიცავს შემდეგს: პროცესების ავტომატიზაცია და BPMN, AI აგენტები, ჭკვიანი ჩატბოტების დანერგვა, Predictive Modelling, OCR (optical character recognition) დოკუმენტების ჭკვიანი სკანერი, Custom Model Training და სხვა", – თემო ადეიშვილი, Empirical-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
როგორც თემო აღნიშნავს, ბრენდი არ არის კონკრეტული სექტორით ლიმიტირებული. ნებისმიერ ინდუსტრიაში მონაცემების სწორი და ინოვაციური გამოყენება ბიზნესებს გრძელვადიანი, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება, თანაც მინიმალური ინვესტიციით.
Empirical-მა ქართულ ბაზარზე მომხმარებლის ნდობა მარტივად მოიპოვა. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ გუნდი პროფესიონალებისგან შედგება, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის სექტორის თანამედროვე გლობალური გამოწვევების შესაბამისად განვითარებისთვის.
"კვალიფიციური AI როლების შევსება საკმაოდ რთული ამოცანაა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ამ პრობლემას მარტივად ვჭრით. მონაცემთა მეცნიერების დარგში საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური კადრები გვყავს, რომლებიც კლიენტებთან პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი ფუნქციონალის იმპლემენტირებას ახდენენ.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელი ტექნიკური ტერმინებით არ დავაბნიოთ და რასაც ვთავაზობთ, იყოს არა მხოლოდ ინოვაციური და დახვეწილი AI პროდუქტი, არამედ კონკრეტული ბიზნესამოცანაც გადაჭრას. შესაბამისად, Empirical-ში არ ვითვლით, რომელ პროექტზე რამდენი საათი და წუთი დავხარჯეთ, ჩვენი პრიორიტეტი კლიენტისთვის ჩვენი შრომის შედეგად მიღებული სარგებელი და ათვისებული პოტენციალია", – მიხეილ ნაზღაიძე, Empirical-ის თანადამფუძნებელი და AI Solutions-ის ხელმძღვანელი.
როგორც მიხეილი აღნიშნავს, მუშაობის პროცესი კლიენტის მიერ პრობლემის/გამოწვევის გაუმჯობესების სურვილის გაზიარებითა და კონკრეტული ბიზნესპროცესისა თუ სერვისის აღწერით იწყება.
ამის შემდეგ გუნდი აანალიზებს კონკრეტულ საკითხს და დგება პროექტის სქოუფი – საწყის ეტაპზე კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება დროულად მოხდეს MVP ფაზის დასრულება, რათა ხელშესახები ღირებულების მომცემი პროდუქტი შეიქმნას, კლიენტისა და მომხმარებლის უკუკავშირი დამყარდეს და პარალელურ რეჟიმში, სრულფასოვანი პროდუქტი/ფუნქციონალი ჩამოყალიბდეს.
"ჩვენ ინდუსტრიის საუკეთესო, საერთაშორისოდ დამკვიდრებულ პრაქტიკებს ვიყენებთ, თუმცა ძალიან კარგად გვესმის ქართული მარკეტის სპეციფიკაც, ბიზნესის მოთხოვნები და გამოწვევები, დაწყებული გაციფრულების დონითა და დამთავრებული მონაცემთა ანალიზით.
ჩვენს გუნდში თავიანთი საქმის ექსპერტები არიან. ტალანტი, რომელიც ქართულ ბაზარზე ხშირად მიუწვდომელი ფუფუნებაა. გუნდი ისეა გადანაწილებული, რომ ყველა საჭირო მიმართულებას თავისი ექსპერტი ჰყავს.
გუნდს აქვს როგორც ქართულ, ასევე ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება, შესაბამისი სტანდარტებისა თუ მოთხოვნების პრაქტიკული ცოდნა", – ილია ლატაური, Empirical-ის თანადამფუძნებელი.
Empirical უახლოეს მომავალში ქართულ კომპანიებთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტის დაწყებას გეგმავს. კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს ქართული ბიზნესის სექტორში და მისი მთავარი პარტნიორები არიან Self.HR & Nexia.
"ქართულ ბაზარზე არის ძალიან დიდი აუთვისებელი პოტენციალი, ავტომატიზაციისა და AI-ის ათვისების კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, სამომავლო კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად კომპანიები ამ რბოლაში ჩაერთონ და თავიანთ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქტიურად დაიწყონ", – შარლინ გარსია, Empirical-ის ბრენდის სტრატეგიისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.