Eventive თქვენთვის კრეატიულ ღონისძიებებსა და დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
Eventive არის კრეატიული ივენთკომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევს როგორც მასშტაბურ კორპორაციულ, ასევე ინდივიდუალურ ღონისძიებებს. Eventive ქმნის სრულად პერსონალიზებულ გამოცდილებას, ბრენდიდან დაწყებული, ვიზუალური კონცეფციით, ტექნიკით, შოუელემენტებით, ლოჯისტიკითა და სტუმარმასპინძლობით დამთავრებული.
"ვმუშაობთ როგორც B2B, ისე B2C სეგმენტში. მუდმივად ვმუშაობთ მაღალი სტანდარტით – როგორც ორგანიზაციულ, ისე შემოქმედებით დონეზე, რათა თითოეული ივენთი დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე იყოს", – თიკო ქურდაძე, ივენთების მიმართულების ხელმძღვანელი.
როგორც თიკო გვიყვება, ბრენდის მთავარი იდეაა, ღონისძიება გამოცდილებად აქციოს. Eventive-ს თითოეული პროექტი უნიკალური ისტორიაა, რომელიც დამკვეთის ღირებულებებს, მიზნებსა და ინდივიდუალობას ასახავს.
"ღონისძიების დაგეგმვა იწყება დეტალური ბრიფით – პირველ ეტაპზე ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავწვდეთ დამკვეთის საჭიროებებსა და მიზნებს. შემდგომ ვქმნით იდეის კონცეფციას, ვიზუალიზაციას და ვიწყებთ პროექტის ფაზებად დაყოფას. დამკვეთი ყოველთვის ჩართულია საკვანძო გადაწყვეტილებებში – ჩვენ კი პროცესს ვმართავთ ისე, რომ მათთვის მაქსიმალურად კომფორტული და გამჭვირვალე იყოს თანამშრომლობა.
ყველა დეტალი ემსახურება ერთ მიზანს, დამკვეთს შესთავაზოს ისეთი ივენთი, რომელიც დაუვიწყარი იქნება და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
"ჩვენი მომხმარებლები მრავალფეროვნები არიან – ვთანამშრომლობთ როგორც მსხვილ კორპორაციებსა და საერთაშორისო კომპანიებთან, ისე კერძო პირებთან, რომლებსაც განსაკუთრებული დღის დაგეგმვა სურთ. მიუხედავად დამკვეთის ტიპისა, ჩვენთვის ყველას მიზანი მნიშვნელოვანია და თითოეულ პროექტს სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით.
ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა კონცეპტუალური მიდგომა და დეტალებზე მაღალი სიზუსტით მუშაობა. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ ფორმატებს – ვცდილობთ, დავარღვიოთ შაბლონები და შევქმნათ ვიზუალურად შთამბეჭდავი და შინაარსობრივად ღირებული გამოცდილება. Eventive-ს გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ჩვენთან შერწყმულია კრეატიულობა და უმაღლესი ხარისხის მენეჯმენტი", – ნინუცა ჯიბლაძე, ივენთმენეჯერი.
ნინუცა აღნიშნავს, რომ ღონისძიებების დაგეგმვა ბუნებრივად მოიცავს მოულოდნელობებსაც, როგორიცაა ამინდი, ტექნიკური შეფერხება ან სხვა გარეგანი ფაქტორები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოქნილობა და წინასწარ შედგენილი გეგმა B. ამიტომ გუნდს ხშირად რამდენიმე სცენარი აქვს გაწერილი, რათა სწრაფად და პროფესიონალურად ადაპტირდეს და დამსწრე საზოგადოებამ ცვლილება ვერც კი შეამჩნიოს.
"წარმატებული ღონისძიება ისაა, სადაც დამკვეთი და სტუმრები გულწრფელად ბედნიერები არიან. ხარისხი კი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით – სცენარის მთლიანობით, ვიზუალური ეფექტით, ემოციით, ორგანიზების სიზუსტითა და იმ შთაბეჭდილებით, რაც ღონისძიების შემდეგ რჩება. როდესაც ვხედავთ სტუმრების ანთებულ, ემოციურ თვალებს, ვხვდებით, რომ ჩვენი საქმე სწორად გავაკეთეთ".
თიკო ასევე ამბობს, რომ ივენთინდუსტრია საქართველოში სწრაფად ვითარდება, ბიზნესი და საზოგადოება უკვე აღიარებს პროფესიონალური ივენთმენეჯმენტის მნიშვნელობას. მოთხოვნა მაღალია როგორც კორპორაციულ ღონისძიებებზე, ისე განსხვავებულ ფორმატებზე.
"ამ სფეროში ხარისხსა და გამოცდილებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ჩვენი მიზანია, მომსახურების სპექტრი და ერთგული პარტნიორების რიცხვი კიდევ უფრო გავაფართოოთ. ვმუშაობთ ახალ კონცეფციებზე, საერთაშორისო ტრენდების ინტეგრაციასა და გუნდის გაძლიერებაზე. ვაპირებთ, რეგიონულ ბაზარზე უფრო აქტიურად დავმკვიდრდეთ და ინოვაციური ივენთფორმატები დავგეგმოთ, რაც კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მოგვიტანს".