IDC – სამშენებლო კომპანია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის 23-წლიანი გამოცდილებით და განვითარების ახალი ეტაპით

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

თანამედროვე კონკურენტულ გარემოში კომპანიების წარმატება მხოლოდ ტექნიკურ ცოდნასა და სერვისების მოცულობაზე აღარ არის დამოკიდებული. დღეს აუცილებელია სანდოობა და პროფესიონალიზმი, რომელიც განხორციელებული პროექტებით დასტურდება. სწორედ ასეთი პოზიცია უკავია IDC-ს ქართულ ბაზარზე – სამშენებლო კომპანიას, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში წარმატებით ვითარდება და საქმიანობის მასშტაბს ზრდის.

IDC-ის მთავარი პრინციპი ღირებულებაზე დაფუძნებული, ხარისხზე ორიენტირებული მომსახურებაა – მიდგომა, რომელიც ყველა პროექტში სიზუსტით, პასუხისმგებლობითა და სტანდარტების მკაცრი დაცვით ვლინდება. IDC 2002 წელს დაარსდა, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული საინჟინრო კომპანია. დროთა განმავლობაში მან შეძლო დაემკვიდრებინა თავი, როგორც წამყვანი საერთაშორისო კომპანიების კომპეტენტურ პარტნიორს.

IDC-ის პორტფოლიოში ვხვდებით ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორებიც არის: BP, SOCAR, EBRD, Oceaneering, აშშ-ის საელჩო საქართველოში, ABB, Smit Lamnalco და Worley Parsons. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, სანდოობასა და პროფესიონალიზმს.

IDC დამკვეთებს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ ციკლს – დაწყებული კვლევისა და პროექტირების ეტაპით, გაგრძელებული მშენებლობითა და პროცესის მენეჯმენტით. დამკვეთს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ცალკეული სერვისებითაც, რამდენადაც კომპანიის გუნდი ოპტიმალურად ერგება კონკრეტული პროექტის სპეციფიკას და საჭიროებებს.

დღეს IDC-ს საქმიანობა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: სამრეწველო და სამშენებლო სამუშაოები; ამწე, სატრანსპორტო და აწევის მომსახურება; კვლევითი სამუშაოები (ტოპოგრაფიული და გეოტექნიკური); არქიტექტურა და დიზაინი; შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, სოციალური მხარდაჭერა და ტრენინგები; განახლებადი ენერგია და საზღვაო სერვისები.

IDC-ს განვითარება ემყარება გამართულ შიდა სტრუქტურას, საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ კოლაბორაციას და უნარს, დროულად უპასუხოს ბაზრის ახალ გამოწვევებს.

IDC-ის შესახებ BIZ Experiences ესაუბრა ვახტანგ რაზმაძეს, კომპანიის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს:

"როცა 2000-იანი წლების დასაწყისში უცხოური კომპანიები საქართველოთი დაინტერესდნენ და დაიწყო საერთაშორისო პროექტების განხორციელება, მათ დასჭირდათ ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც ამ პროექტებში ჩაერთვებოდნენ და სამუშაოებს შეასრულებდნენ. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეფუძნებინა IDC, რომელიც შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა და მათი პარტნიორი გახდებოდა".

დღეს IDC თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც საკუთარ ინდუსტრიაში გლობალურ ლიდერებად მიიჩნევიან. მაღალი სტანდარტებისა და მკაცრი მოთხოვნების ფონზე, მათი ნდობის მოპოვება კი მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის. როგორც ვახტანგ რაზმაძე გვიყვება, თანამშრომლობა თავდაპირველად შედარებით მცირე მასშტაბის პროექტებით დაიწყო – ეს ერთგვარი ტესტი იყო როგორც პარტნიორებისთვის, ასევე თავად IDC-ისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც კლიენტებმა დაინახეს კომპანიის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლიანი მიდგომა, თანდათან გაიზარდა როგორც პროექტების მასშტაბი, ისე თანამშრომლობის მოცულობა და ფინანსური ბიუჯეტი.

"საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობამ შეგვაძლებინა, მათი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, რათა აგვეწია პროფესიული სტანდარტები და გაგვეუმჯობესებინა კადრების კვალიფიკაცია. კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მათი პროექტების შესრულება, არამედ ის, რომ მათთან ერთად გავზრდილიყავით და ამაზე დაგვეშენებინა მყარი პარტნიორობა", – აღნიშნავს ვახტანგ რაზმაძე.

დღეს IDC ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართული. სწორედ ამ ნიშას იკავებს კომპანია და ბაზარზე წარმატებით ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

თითოეული მიმართულების ხელმძღვანელს აქვს თავისუფლება, თავად განსაზღვროს დეპარტამენტის განვითარების სტრატეგია. კომპანია ამ პროცესში მათ აქტიურად უდგას გვერდში, რაც ქმნის ჯანსაღ, განვითარებისაკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

"IDC-ში არ მოქმედებს ფიქსირებული სამუშაო გრაფიკის პრინციპი – კომპანიისთვის მთავარი არა საათობრივი კონტროლი, არამედ შედეგია. ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საქმე შესრულდეს პროფესიონალურად, ხარისხიანად და დროულად. დისციპლინა და პასუხისმგებლობა აუცილებელი კომპონენტებია, თუმცა ისინი განიხილება შედეგზე ორიენტირების კონტექსტში", – განმარტავს ვახტანგ რაზმაძე.

ვახტანგ რაზმაძის თქმით, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობამ დიდი გამოცდილება მისცა. მათმა სტანდარტებმა და მენეჯერულმა მიდგომებმა მისი, როგორც ანტრეპრენერის, ხედვის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა. დაფუძნებიდან ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იყო გასული, როცა IDC-მ გადაწყვიტა, ISO-ს სერტიფიკატი მიეღო. ეს პროცესი წელიწად-ნახევარს გაგრძელდა და 2007 წელს წარმატებით დასრულდა.

"IDC მუდმივად ვითარდება და ჩვენი პარტნიორები ამ მიდგომას აფასებენ. ვაფართოებთ სერვისებს, ადაპტირებას ვახდენთ ინოვაციებთან და მზად ვართ, მივიღოთ თანამედროვე გამოწვევები. მაგალითად, მწვანე ენერგია და ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენი სტრატეგიის ნაწილია", – ვახტანგ რაზმაძე.

IDC-ისათვის მომავალი ხუთი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ განახლებადი ენერგიის მიმართულებაა. უახლოეს პერიოდში კომპანიას კიდევ ორი მნიშვნელოვანი სერტიფიკატი მიენიჭება – გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების. ეს სერტიფიკატები ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არ უჩნდებათ კითხვები და ეჭვები უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეინვესტირდება პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.

დღეისათვის IDC-ის პროექტებზე ასეულობით ადამიანი მუშაობს, როგორც შტატიანი თანამშრომლები, ასევე პროექტების მიხედვით დროებით დაქირავებული პროფესიონალები. ვახტანგ რაზმაძის თქმით, კომპანიის წარმატებას სწორედ გუნდი და მათი საქმისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს. სწორედ ეს არის ის ძირითადი აქტივი, რამაც IDC-ის რეპუტაცია შექმნა.

კომპანია მუდმივად ვითარდება, რაც სამომავლო გეგმებშიც კარგად ჩანს. ამჟამად IDC-ს მოლაპარაკებები აქვს, რათა უცხოური ბაზრებიც აითვისოს.

"ვაპირებთ კიდევ უფრო მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას. დაარსების 25 წლის იუბილეზე კი ვგეგმავთ პროექტს, რომელიც IDC-ის ისტორიის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება", – ვახტანგ რაზმაძე.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი