XS Toys "გალერიას" ფილიალში პირველ Build-A-Bear Workshop-ის სახელოსნოს ხსნის

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

19 ივლისს "გალერია თბილისის" XS Toys-ის ფილიალში მომხმარებლებს სრულიად ახალი და უნიკალური გამოცდილება ელით – საქართველოში პირველი Build-A-Bear Workshop-ის სახელოსნო ოფიციალურად იხსნება. ბრენდი უკვე ქართველ მომხმარებლებსაც აძლევს შესაძლებლობას, თავად შექმნან საყვარელი უნიკალური სათამაშოები.

ახალი სახელოსნო არა მხოლოდ სათამაშო სივრცეა – ის ბავშვებისა და ოჯახებისთვის ემოციური და შემოქმედებითი თავგადასავლის ადგილია. მშობლებთან ერთად პატარებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი რბილი სათამაშო, რომელსაც მოარგებენ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, მელოდიას, რომელსაც სათამაშო დაუკრავს და ბოლოს დაარქმევენ სახელს – მთელი ეს პროცესი კი ბავშვისთვის გახდება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი.

XS Toys მიზნად ისახავს შემოქმედებითად აქტიური გარემოს შექმნას, სადაც ბავშვებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეიძინონ სათამაშოები, არამედ თავად შექმნან ის. Build-A-Bear Workshop სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული – თითოეულ ბავშვს ეძლევა შანსი, გახდეს საკუთარი სათამაშოს შემქმნელი.

19 ივლისის გახსნის ცერემონია კი ნამდვილ დღესასწაულად იქცევა: სტუმრებს დახვდებათ ბრენდირებული ბუშტები, გემრიელი ტკბილეული და ყველასათვის საყვარელი მასკოტი, რომელიც პატარებს მხიარულ განწყობაზე დააყენებს. ღონისძიება სრულად იქნება მორგებული ოჯახიდან ყველა ასაკის სტუმარზე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი ემოცია, ფანტაზია და კავშირები სათამაშოსთან რეალურად შეიძლება განხორციელდეს. ეს კი სწორედ ის გამოცდილებაა, რასაც Build-A-Bear სთავაზობს.