SEU-მ GITA-ს MIT-ის GenAI Orbit პლატფორმაზე წვდომა გაუზიარა - ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის ახალი ეტაპი იწყება

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წვდომა გაუზიარა GenAI Orbit-ის უნიკალურ პლატფორმაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი სტარტაპერების გადამზადებას და ამით სტარტაპ ეკოსისტემისთვის ახალი ეტაპი დაიწყება.

Orbit - მსოფლიოს N1 უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT ულტრაინოვაციური ციფრული პლატფორმაა, რომელიც აადვილებს სტარტაპერებისთვის იდეის განვითარების პროცესს და ახდენს რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას. პლატფორმა MIT-ის სტარტაპების განვითარების მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენება.

Orbit-ზე დაშვება ქმნის ახალ შესაძლებლობას სტარტაპებისთვის და ეხმარება მათ აქსელერაციის პროცესში. პლატფორმაში შედის 5,000-ზე მეტ სტატია, რომლებიც შექმნილია MIT-ის მეწარმეობის ექსპერტების მიერ და სთავაზობს 200-ზე მეტ კურსს, რომლებიც ფოკუსირებულია მეწარმეობის სხვადასხვა თემებზე - ინოვაციებზე, სტარტაპების მართვაზე და ტექნოლოგიურ განვითარებაზე. Orbit-ში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება Bill Aulet-ის "Disciplined BIZ Experiencesship" 24-ნაბიჯიან ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბიზნეს იდეების სწრაფ და ეფექტურ ანალიზს.

SEU აქტიურად ჩაერთვება Orbit-ის დანერგვის პროცესში, ასევე ამავე მიზნით GITA-ს MIT-ს პროფესორები და MIT-ში გადამზადებული SEU-ს აკადემიური აფილირებული პერსონალი დაეხმარება.

"საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, გაგვიზიარა წვდომა MIT-ს მიერ შექმნილ პლატფორმა ORBIT-ზე, რომელიც აერთიანებს MIT-ს მთელ ცოდნის ბანკს - 5,000+ სამეცნიერო სტატიას, 200+ მეწარმეობის კურსს და დახურული სამეცნიერო ბაზების რესურსებს. ORBIT-ზე წვდომა ქართულ სტარტაპებს აძლევს გლობალური დონის ინსტრუმენტებს და ცოდნას, რაც ადრე მხოლოდ MIT-ის სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ლოკალური სტარტაპები შეძლებენ მსოფლიო სტანდარტით განვითარებას და რისკების შემცირებას ბიზნეს დაგეგმვის ეტაპზევე", - განაცხადა ნინო ბიწაძემ, GITA-ს აქსელერაციის პროგრამის მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ MIT აღნიშნულ პლატფორმაზე წვდომას ბევრ უნივერსიტეტს უხსნის, თუმცა შეუზღუდავი წვდომა მსოფლიოში 5-ს, ხოლო რეგიონში, მხოლოდ SEU-ს აქვს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიზანი, რეგიონში სამეწარმეო განათლების გაუმჯობესება და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა, ხოლო MIT-ისთან ექსკლუზიური პარტნიორობა და GenAI Orbit პლატფორმაზე შეუზღუდავი წვდომა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მისიის რეალიზაციისკენ.

"ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში შეიქმნას სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის ახალი ეტაპი, სადაც მსოფლიო დონის რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ინოვატორებისთვის და სტარტაპებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ამ უნიკალურ პლატფორმაზე წვდომა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსაც ექნება" - აღნიშნავს უნივერსიტეტი განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU GLEEN-ის (Global Leaders of the BIZ Experiencesship Educators Network) წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იღებს ქვეყანასა და რეგიონში MIT მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული განათლების გავრცელების პასუხისმგებლობას. GITA-სთვის ორბიტის პლატფორმაზე წვდომის გადაცემაც, ამ კუთხით სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯია.

SEU-სა MIT-ის პარტნიორობაზე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, SEU, ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, აგზავნის აკადემიურ პერსონალს MIT-ის კამპუსში გადამზადების ანტრეპრენერულ პროგრამაზე. ასევე SEU სტუდენტებს ყოველწლიურად აგზავნის სრული დაფინანსებით მასაჩუსეტსში, სადაც ისინი სამი კვირის განმავლობაში MIT-ის სტუდენტებთან ერთად, StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობენ.

გარდა ამისა, SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო კურსის ფარგლებში მიიღებენ SEU-სა და MIT-ის ორმაგ სერტიფიკატს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ-აქსელერატორი, რომელიც ინტეგრირდება უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.