პირველად საქართველოში: ბილეთების ონლაინ შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

კრიპტო საფულე CityPay.io და ონლაინ ბილეთების უმსხვილესი პლატფორმა Tkt.ge პარტნიორები გახდნენ! ეს თანამშრომლობა სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის: ახლა უკვე შეგიძლია ბილეთების შეძენა კრიპტოვალუტით.

ამ პარტნიორობის პირველი ეტაპი Komorebi Festival 2025-ს უკავშირდება. საქართველოში ერთ-ერთი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის ბილეთების შეძენა Tkt.ge-ზე უკვე შესაძლებელია CityPay.io-ს კრიპტო საფულით.

50%-იანი კრიპტო ქეშბექი Komorebi Festival-ის ბილეთებზე

ფესტივალის სტუმრებს უნიკალური შანსი ეძლევათ, შეიძინონ ბილეთები კრიპტოვალუტით და დაიბრუნონ ბილეთის ღირებულების 50% Crypto Cashback-ის სახით CityPay.io-ს საფულეზე USDt-ში. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი ერთ მომხმარებელზე 100 ლარის ექვივალენტი USDt-ია.

როგორ მიიღო კრიპტო ქეშბექი?

ძალიან მარტივია: შეიძინე Komorebi Festival-ის ბილეთი Tkt.ge-ზე მხოლოდ CityPay.io-ს კრიპტო საფულით. ქეშბექი ავტომატურად ჩაირიცხება შენს CityPay.io-ს საფულეზე USDt-ში. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებ. თუ CityPay.io-ს საფულე არ გაქვს, დარეგისტრირდი აქ.

Crypto-Only Bar: ორმაგი სარგებელი

Komorebi Festival ტერიტორიაზე სპეციალურ კრიპტო ბარს აამოქმედებს, სადაც Crypto Cashback-ით დაბრუნებული თანხის გამოყენებას შეძლებ. კრიპტო ბარში CityPay.io-ს საფულით განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე შენს საფულეზე დამატებით 50%-იანი ქეშბექი დაგერიცხება, USDt-ში.

ყველა სტუმრისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცე განთავსდება, სადაცCityPay.io-ს წარმომადგენლები დაგეხმარებიან CityPay.io-ს საფულეზე რეგისტრაციაში, საფულის აქტივაციასა და გამოყენებაში. ყველა სტუმარი შეძლებს, კრიპტო ბარში 50%-იანი ქეშბექის დაბრუნებას და სხვა ბენეფიტებით სარგებლობას.

Komorebi Festival 2025 გაიმართება 2-4 აგვისტოს, ფოთში, Golden Lake-ის ტერიტორიაზე.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"