CFO-დან CVO-მდე: როგორ ცვლის BDO საქართველო ბიზნესის მართვის ფინანსურ სტანდარტებს
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
სწრაფად ცვალებად გარემოში, ბიზნესის წარმატება დროულ და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, BDO საქართველომ შეიმუშავა სრულიად ახალი, მაღალეფექტური მიდგომა სხვადასხვა სექტორისთვის. BDO-ს ფინანსური აუთსორსინგის (CFO) გუნდის მიერ შემუშავებული KPI-ების (Key Performance Indicator) მონიტორინგის ინოვაციური სისტემა კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რეალურ დროში აღმოაჩინონ გამოწვევები, მართონ რისკები და სტაბილურად განაგრძონ ბიზნესის განვითარება. აღნიშნული მომსახურება გახლავთ BDO საქართველოს მიზანმიმართული და პრაქტიკული პასუხი გლობალურ ტენდენციაზე, რომელიც CFO-ს როლს გარდაქმნის ღირებულებაზე ორიენტირებულ ლიდერად (CFO - Chief Value Officer).
დღევანდელ არასტაბილურ და კომპლექსურ რეალობაში, ფინანსური დირექტორის (CFO) როლი მნიშვნელოვნად იცვლება. თუ ადრე CFO-ს პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებასა და ბიუჯეტირებაზე იყო ფოკუსირებული, დღეს მას უფრო სტრატეგიული, ღირებულებაზე ორიენტირებული ფუნქცია ეკისრება. Chief Value Officer (CVO) ახალი ტიპის ლიდერია, რომელიც ბიზნესს არა მხოლოდ ფინანსური მიზნების მიღწევაში, არამედ მდგრადი ღირებულების შექმნაში, მიზნის განსაზღვრასა და ადამიანზე ორიენტირებული სტრატეგიის შექმნაში ეხმარება.
From CFO to CVO ინიციატივა, რომელიც BDO Global-მა ACCA-სა და BDO UK-სთან ერთად განახორციელა, აერთიანებს ინტერვიუებს და ქეისებს იმ CFO-ებთან, რომლებიც უკვე ახორციელებენ ამ ტრანსფორმაციას. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ფინანსური ლიდერობის ახალი მახასიათებლები: სტრატეგიული ხედვა, მრავალმხრივ დაინტერესებულ მხარეთა გათვალისწინება, რისკების მართვის უნარი და ღირებულების შექმნა ფინანსურ ჩარჩოებს მიღმა.
გლობალური ტენდენცია: ანგარიშგებიდან მიზნამდე
BDO Global-ის კვლევები ცხადყოფს, რომ თანამედროვე CFO-ს პასუხისმგებლობა მხოლოდ ფინანსური მართვა აღარ არის. ისინი მომავალზე ორიენტირებულ სტრატეგიებზე მუშაობენ, ESG პრინციპებსა და მდგრადობაზე დაფუძნებულ მმართველობას ავითარებენ. CFO-ები ინიციატივის ცენტრში დგანან – ისინი აერთიანებენ მონაცემებს, ციფრულ სისტემებსა და ადამიანურ რესურსებს რეალური ღირებულების შესაქმნელად.
ინიციატივის ფარგლებში გამოვლინდა CFO-დან CVO-მდე გადასვლის ოთხი ძირითადი მიმართულება:
- ღირებულებისა და მიზნის შექმნა: მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინება და სტრატეგიის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება
- ადამიანები და კულტურა: გუნდის მედეგობა, ჩართულობა და მდგრადი განვითარება
- ციფრული ინტელექტი: მონაცემების ანალიტიკა, პროგნოზირება და დროული გადაწყვეტილებების მიღება
- სტრატეგიული კოლაბორაცია: დეპარტამენტებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა ღირებულების ერთიანი ხედვისთვის
BDO საქართველოს პასუხი: CVO მიდგომის პრაქტიკული გამოხატულება
BDO საქართველოს მიერ შემუშავებული KPI-ების მონიტორინგის სისტემა სწორედ ზემოხსენებულ პრინციპებს პასუხობს და სხვადასხვა სექტორში ღირებულებაზე ორიენტირებული მენეჯმენტის პრაქტიკულ მაგალითს წარმოადგენს. ფინანსური აუთსორსინგის გუნდის მიერ შექმნილი სისტემა რეალურ დროში აანალიზებს პროცესებს და ეხმარება ბიზნესს იმოქმედოს პროაქტიულად და არა რეაქტიულად.
სისტემა არ არის მხოლოდ მონაცემთა ვიზუალიზაციის ახალი მექანიზმიეს არის ბიზნესის მართვის ინოვაციური მიდგომა, რომელიც შეესაბამება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის სპეციფიკას და ეხმარება კომპანიებს:
- დროულად ამოიცნონ და მართონ რისკები: პრობლემის იდენტიფიცირება რეალურ დროში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას
- გაანალიზონ ბაზრის ტენდენციები: ინდუსტრიულ ჭრილში შედარებაზე დაფუძნებული ანალიზი აჩვენებს ბიზნესის რეალურ მდგომარეობას ბაზარზე
- სტრატეგიის დაგეგმვა მონაცემებზე დაყრდნობით: ვიზუალურად წარმოდგენილი ინდიკატორები მიმართულებას აძლევს მენეჯმენტს
- ეფექტიანობის გაუმჯობესება: მუდმივი მონიტორინგი ეხმარება კომპანიას, დაინახოს როდის და სად სჭირდება ოპტიმიზაცია
საბოლოოდ, სისტემა ბიზნესს ეხმარება, გადავიდეს კრიზისებზე რეაგირების რეჟიმიდან პროაქტიულ და მონაცემზე დაფუძნებულ მართვაზე – ეს კი ზუსტად ის არის, რასაც Chief Value Officer უნდა წარმოადგენდეს.
თეორიიდან ტრანსფორმაციამდე: გლობალური ხედვის ლოკალური აქტუალიზაცია
CFO-დან CVO-მდე ტრანსფორმაცია მოითხოვს ახალ აზროვნებას – ღირებულებაზე, მონაცემებზე და ხედვაზე დაფუძნებულ მიდგომას. BDO-ს CFO აუთსორსინგის KPI-ების სისტემა ბიზნესებისთვის სწორედ ამ მიდგომის ლოკალური, პრაქტიკული გამოხატულებაა. ის აერთიანებს გლობალურ გამოცდილებას ადგილობრივ რეალობასთან და ქმნის ნამდვილი ღირებულების საფუძველს.
BDO, როგორც ლიდერი საკონსულტაციო კომპანია გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცვალებად რეალობას პასუხობს.