ლიდერობა, მუდმივი განვითარება და ხარისხი: RC Construction-ის და RC Solutions-ის წარმატების ისტორია

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

2015 წელს, როცა საქართველოში გზების უსაფრთხოების სტანდარტები ჯერ კიდევ განვითარების გზაზე იდგა, ვაჟა ფანჩულიძემ და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, შეექმნათ კომპანია, რომელიც ამ სფეროს ახალ დონეზე აიყვანდა.

ასე დაარსდა RC Construction – თავდაპირველად Road Construction-ის სახელით, სადაც მათი პირველი საქმიანობა ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მიწოდება-მონტაჟი იყო. თუმცა უკვე მაშინ ხედავდნენ ისინი საკუთარ როლს უფრო დიდ მასშტაბში, ვიდრე, უბრალოდ, სამუშაოების შესრულებაა; მათ სურდათ შეექმნათ კომპანია, რომელიც ხარისხით, საიმედოობითა და პასუხისმგებლობით გამორჩეული იქნებოდა.

RC Construction-ის ისტორია არ გაჩერებულა მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების პროექტებით. რამდენიმე წელიწადში კომპანიამ დაიწყო განვითარება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2016 წლიდან განახორციელეს მასშტაბური საგზაო უსაფრთხოების პროექტები, 2017 წელს – საირიგაციო და სამელიორაციო სისტემების სამუშაოები, 2018 წელს კი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა.

დროთა განმავლობაში RC Construction-ის საქმიანობა გაფართოვდა და პორტფოლიოში უკვე წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემები, სარეკრეაციო სივრცეები, მზის პანელური ელექტროსადგურები, საავტომობილო გზებისა და სამოქალაქო მშენებლობის პროექტებიც შევიდა.

როგორ დაიწყო RC Construction-ის ისტორია, რა გამოწვევები იყო ამ გზაზე და როგორია სამომავლო გეგმები – ამის შესახებ ვაჟა ფანჩულიძე, RC Construction-ის მმართველი პარტნიორი საუბრობს:

რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია კომპანიის შექმნის დროს?

ჩვენი მთავარი მოტივაცია ხარისხიანი, საიმედო და შედეგზე ორიენტირებული სამშენებლო კომპანიის შექმნა იყო. ზუსტად 10 წლის წინ დავინახეთ მოთხოვნა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით და გვჯეროდა, რომ შეგვეძლო ამ სფეროში რეალური ცვლილებების შეტანა პასუხისმგებლიანი მიდგომითა და სტანდარტებისადმი ერთგულებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ კონკრეტული პროექტების შესრულება, არამედ გრძელვადიანი ღირებულების შექმნა კომპანიის, რომელსაც ენდობიან. სწორედ ეს ხედვა გვქონდა დასაწყისშივე და დღესაც ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ.

რა იყო RC Construction-ის საწყისი მიზნები და როგორ შეიცვალა ეს მიზნები წლების განმავლობაში?

RC Construction-ის თავდაპირველი მიზანი იყო საგზაო უსაფრთხოების სფეროში ხარისხზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება. 2015 წელს, Road Construction-ის სახელით დაარსების შემდეგ, ჩვენი საქმიანობა ძირითადად ლითონის ზღუდარების მოწყობას მოიცავდა.

თუმცა კომპანიამ ეტაპობრივად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები განვითარების გზაზე და დროთა განმავლობაში საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გააფართოვა:

  • 2016 წელს დავიწყეთ საგზაო უსაფრთხოების მასშტაბური პროექტები;
  • 2017 წელს გავაფართოეთ პროფილი საირიგაციო და სამელიორაციო სისტემებით, ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოებით;
  • 2018 წელს უკვე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა/რეაბილიტაცია დაემატა საქმიანობას;
  • 2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემებზე მუშაობა და მოაწყო სარეკრეაციო სივრცეები;
  • 2020 წელს დავიწყეთ მზის პანელური ელექტროსადგურების მშენებლობა და მონტაჟი;
  • 2021-2022 წლებში საავტომობილო გზების მშენებლობა და სამოქალაქო მშენებლობა/პროექტების მიმართულება დაგვემატა;
  • 2023 წლიდან RC Construction ახორციელებს ინდუსტრიულ მშენებლობას და სწორედ ამავე წელს დაარსდა RC Solutions ჩვენი წარმოების მიმართულება.

დღეს RC Construction წარმოადგენს მრავალპროფილურ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც შეუძლია შეასრულოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაკვეთები, სრულად პროფესიული სტანდარტებით. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მდგრად ინფრასტრუქტურას ქვეყნის განვითარებისთვის.

რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მიღწევად კომპანიის ისტორიაში?

კომპანიის მიერ შესრულებული 300-ზე მეტი წარმატებული პროექტიდან თითოეულს თავისი უნიკალური მნიშვნელობა აქვს, თუმცა განსაკუთრებულ მიღწევად 2020 წლის მაისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი მაგონდება. საქმე ეხებოდა სარკინიგზო ხიდის მშენებლობას თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე. ეს იყო ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პროექტი, რომელზე მუშაობაც უწყვეტ რეჟიმში, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტის მთავარი გამოწვევა თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მიმოსვლის 360 საათში აღდგენა იყო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მუშაობის დაწყებიდან მე-15 დღეს განახლებულ ხიდზე მატარებელმა გაიარა.

თქვენ მიერ განხორციელებულ რომელ პროექტებს გამოარჩევდით?

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სულ ახლახან დავასრულეთ, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბია. პროექტის მიხედვით, ბაგების ახალი ხიდიდან მომავალი ავტომობილები შავიშვილის ქუჩის გავლით პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილებასა და მოძრაობის განტვირთვას. გვირაბის სიგრძე 200 მეტრამდეა, მისი სიმაღლე 5,5 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 11 მეტრს.

ჩვენი კომპანიისთვის მსგავსი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არა მხოლოდ პროფესიული გამოწვევა, არამედ შესაძლებლობაა, წვლილი შევიტანოთ დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

RC Construction-ის ზრდასთან ერთად გაჩნდა ახალი მიზნები – ადგილობრივი წარმოების განვითარება და ხარისხიანი რესურსების შექმნა. სწორედ ამ საჭიროებიდან დაიბადა RC Solutions, როგორც დამოუკიდებელი საწარმოო მიმართულება.

კომპანიამ დაიწყო ლითონის კონსტრუქციებისა და საგზაო ნიშნების წარმოება, რაც მალე გადაიქცა არა მხოლოდ RC Construction-ის მხარდამჭერად, არამედ დამოუკიდებელ ბიზნესადაც. დღეს RC Solutions უზრუნველყოფს ფართო სპექტრის მომსახურებას – პროექტირებიდან წარმოებამდე და მონტაჟამდე, და მყარად იკავებს ადგილს საქართველოს ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ბაზარზე.

უფრო მეტს RC Solutions-ის დაფუძნების, განვითარებისა და სამომავლო ხედვების შესახებ ამავე კომპანიის დირექტორი, რატი ნონიკაშვილი გვიამბობს:

როგორ გაჩნდა RC Solutions-ის შექმნის იდეა და რა ფაქტორებმა მოახდინა მის შექმნაზე გავლენა?

კომპანიის ზრდასთან ერთად, დადგა საწარმოო მიმართულების განვითარების აუცილებლობააც და 2024 წელს დავაფუძნეთ კომპანია RC Solutions, რომლის ძირითადი მიმართულებებია ლითონკონსტრუქციების წარმოება და საგზაო მოძრაობების ტექნიკური საშუალებების მიწოდება/მონტაჟი.

რა იყო თქვენი მიზანი RC Solutions-ის შექმნისას და როგორ ხედავთ მის განვითარებას დღეს?

ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, სრულად აღჭურვილი საწარმო, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა როგორც საგზაო უსაფრთხოების პროდუქციის წარმოებას, ისე სამშენებლო ინდუსტრიაში საჭირო ლითონის კონსტრუქციების დამზადებას.

დღეს RC Solutions უკვე ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი, ტექნოლოგიურად პროგრესული და სწრაფად მზარდი წარმოება, რომელიც სრულად პასუხობს ქართულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. ჩვენი ხედვა მისი შემდგომი განვითარებისთვისაა: გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება, შევქმნათ მრავალფეროვანი პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესებას ქვეყანაში.

როგორ იქცა RC Solutions დამოუკიდებელ ბიზნესმოთამაშედ ბაზარზე და რა სირთულეები ახლდა ამას?

RC Solutions-ის დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბება ეტაპობრივად მოხდა. თავდაპირველად კომპანიის მთავარი ამოცანა იყო RC Construction-ის პროექტებისთვის ლითონის კონსტრუქციებით და საგზაო ნიშნებით უზრუნველყოფა. თუმცა დროთა განმავლობაში კომპანიამ მოახერხა დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობა და ამჟამად აქტიურად მუშაობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაკვეთებზე.

RC Solutions-ის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს მრავალფეროვანი წარმოების შესაძლებლობა. დღეს ჩვენი საწარმო მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას:

  • ლითონის კონსტრუქციების თერმული ღებვა
  • ლაზერული ჭრა
  • ლითონის მრგვალი და პროფილური მილების ჭრა
  • ლითონის ფურცლის ღუნვა

RC Solutions უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს პროექტირებიდან დაწყებული, წარმოებითა და მონტაჟით.

ვფიქრობ, დღეს RC Solutions აღარ განიხილება როგორც მხოლოდ "RC Construction-ის ნაწილი" ის არის დამოუკიდებელი და სწრაფად მზარდი კომპანია.

როგორია თქვენი ხედვა RC Solutions-ის მომავალზერა გეგმები გაქვთ და რა მიმართულებით გსურთ განვითარება?

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან ევროპული ბრენდები, რომელთა პროდუქტები გამოიყენება საერთაშორისო და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი თანამშრომლობების გაღრმავება და ისეთი პარტნიორების მოძიება, რომელთა ცოდნა და ტექნოლოგიური გამოცდილება დაგვეხმარება წარმოების ახალ დონეზე აყვანაში. ეს მიზანი საშუალებას მოგვცემს, RC Solutions ვაქციოთ ექსპორტზე ორიენტირებულ ბრენდად და მომხმარებლებს მივაწოდოთ საერთაშორისოდ აღიარებული, EN სტანდარტის პროდუქცია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლეა ახალი საწარმოს მშენებლობაც პროექტი მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საწყის ეტაპზე მისი ფართობი იქნება 2 400 კვადრატული მეტრი სრულად საწარმოო ფართი, და სამომავლოდ ექნება 4-ჯერ უფრო დიდ ტერიტორიაზე გაფართოების პერსპექტივა ბიზნესის ზრდასთან ერთად. საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადგარებით და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.
Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს