ჟურნალი BIZ Experiences ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიას იწყებს E4E (BIZ Experiences for BIZ Experiences) წარმატებულ ანტრეპრენერებს დამწყები მეწარმეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს!

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences

E4E (BIZ Experiences for BIZ Experiences) სოციალური კამპანიის პირობითი სახელია იმის აღსანიშნავად, რომ წარმატებული და გამოცდილი ანტრეპრენერები მზად არიან, უსასყიდლოდ, მოხალისეობრივ საწყისებზე გვერდში დაუდგნენ დამწყებ მეწარმეებს საქართველოს რეგიონებში და გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება!

ჟურნალი BIZ Experiences საქართველოს რეგიონებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აქტიურ კამპანიას იწყებს!

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კამპანია, უპირველესად, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.

გვჯერა, რომ აკრძალვების საპირისპიროდ, საქართველო მალევე შეძლებს ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმის, შემდგომ დივერსიფიკაციას და ახალი ბაზრების ათვისებას. თუმცა, ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების ხარისხის ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის კი ნაკლებად ცნობად ტურისტულ ზონებში მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის.

საქართველოს რეგიონებში ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის სფეროში ჩართულ მცირე და საშუალო მეწარმეების დარგობრივი ცოდნის, უნარებისა და კავშირების გამყარებისთვის, ჟურნალი BIZ Experiences სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერს, ვინც ფლობს საოჯახო სასტუმროს, კვების ობიექტს, მარანს, ან აწარმოებს ტურისტულ მომსახურებებს ადგილობრივ დონეზე.

დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  • ანტრეპრენერული შეხვედრები

მოეწყობა ხვადასხვა ფორმატის შეხვედრები რეგიონებში, პანელური დისკუსიები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარ გამოცდილებას წარმატებული ანტრეპრენერები გაუზიარებენ როგორც თბილისიდან, ისე სხვა რეგიონებიდან.

  • მენტორობის პროგრამა

მოხდება რეგიონებში ადგილობრივი ანტრეპრენერების იდენტიფიცირება და დაწყვილება შესაბამისი პროფილის მენტორთან/ქოუჩთან, რომელიც მას 3 თვის განმავლობაში დაეხმარება კონსულტაციებით ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის. კონსულტაცია და მენტორინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ბიზნესგამოცდილების გაზიარებას ადგილობრივი მეწარმეებისთვის, როგორიცაა სწორი სტრატეგიის შერჩევა, ბრენდინგი, გაყიდვების ზრდა, მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა და ა.შ.

  • ელექტრონული კომერცია

მოხდება რეგიონებში არსებული ანტრეპრენერების ჩართვა ელექტრონული კომერციის ახალ პლატფორმაზე − shop.entrepreneur.ge, რომელიც სულ მალე ამოქმედდება. პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი პროდუქტის თუ მომსახურების განთავსება და რეალიზაციის გაზრდა.

  • ტურისტული know-how-სტატიები

გაიზრდება ჟურნალისა და ვებგვერდის კონცენტრაცია ტურიზმის თემატიკაზე. ჟურნალისა და ვების ერთ-ერთ მიმართულებას ტურიზმი უკვე წარმოადგენს, თუმცა უფრო მეტად ვფოკუსირდებით ტურიზმისა და მანპინძლობის სხვადასხვა ქვეინდუსტრიის მიმართულებით სტატიების, ბლოგების, ქეისების გამოქვეყნებით.

  • უფასო ონლაინმარკეტინგი

პროექტში მონაწილე რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რედაქცია მოამზადებს საინფორმაციო-სარეკლამო ხასიათის მასალებს და რეგულარულად განათავსებს BIZ Experiences–ის ვებგვერდზე, ასევე სოციალური მედიის პლატფორმებზე შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით.

ლოკაციები

აქტივობების ჩასატარებლად შეირჩევა საქართველოს რეგიონები, სადაც სრულფასოვნად არ არის ტურისტული პოტენციალი ათვისებული, თუმცა აქვს რესურსი, რომელსაც გარდავქმნით ახალ შესაძლებლობებად. ასეთებია:

  • მაღალმთიანი აჭარა
  • სამეგრელო
  • ზემო სვანეთი
  • გურია
  • ტყიბული
  • ხარაგაული
  • გორი
  • კასპი
  • წნორი
  • მარნეული
  • ლაგოდეხი

ჟურნალი BIZ Experiences მოუწოდებს ყველა მსურველს, ჩაერთოს კამპანიაში, გამოეხმაუროს ჩვენს ინიციატივას და სურვილის მიხედვით შეასრულოს მენტორის, სპიკერისა თუ მოხალისის როლი.

შეგვეხმიანეთ: editor@entrepreneur.ge

#დაისვენესაქართველოში
#SpendYourSummerInGeorgia

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი