ატრაქციონი ტობოგანი – კრისტალის მუდმივად განვითარებადი საკურორტო ზონა დამსვენებლებს შთამბეჭდავ თავგადასავალს ჰპირდება
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
როცა საქართველოში იდეალურ დასასვენებელ ადგილებს ვარჩევთ, "კრისტალის" საკურორტო ზონა ერთ-ერთი პირველი გაგვახსენდება. ეს ის ადგილია, სადაც ბუნება, კომფორტი და სერვისი ერთ სივრცეში ერწყმის ერთმანეთს. "კრისტალის" საკურორტო ზონაში ყველაფერია, რაც კარგი დასვენებისთვის არის საჭირო: აპარტჰოტელები და სასტუმროები, გასართობი ზონები, საბაგიროები, სპა-ცენტრები, ბუნება და კომფორტი. უნიკალური მდებარეობით, ინფრასტრუქტურითა და სერვისით, კრისტალის საკურორტო ზონა უკვე წლებია, ყველა სეზონზე ტურისტებისა და დამსვენებლების რჩეული მიმართულებაა.
"კრისტალის" საკურორტო ზონა მუდმივად აგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ზაფხულის სეზონზე დამსვენებლებს ატრაქციონი ტობოგანი, იგივე მთის ციგა, ელით, რომელიც თავგადასავლებისა და ექსტრიმის მოყვარულთათვის არის შექმნილი. ტობოგანი განთავსებულია ზღვის დონიდან 2 370 მეტრზე, ალპურ ზონაში. პანორამული ხედებითა და ამერიკული ატრაქციონის სტილით, ის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს ვიზიტორებს.
ტობოგანი კრისტალის საკურორტო ზონის მეორე საბაგიროს ზედა სადგურზე მდებარეობს. მასზე მოსახვედრად უნდა ისარგებლოთ ორი საბაგიროთი, რაც დამატებით დასამახსოვრებელ გამოცდილებას ქმნის. სპეციალურად მოწყობილი სადგურებითა და ღამის განათებით ტობოგანი ის გამორჩეული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც "კრისტალის" საკურორტო ზონას წელიწადის ნებისმიერ დროს თავგადასავლებით სავსე მიმართულებად აქცევს. თუ ბაკურიანი ადრე მხოლოდ ზამთრის სეზონთან ასოცირდებოდა, "კრისტალის" საკურორტო ზონამ ეს წარმოდგენა სრულიად შეცვალა – დღეს ეს ადგილი წელიწადის ნებისმიერ დროს საინტერესოა როგორც დამსვენებლებისთვის, ისე მათთვის, ვინც აქ კერძო საკუთრებას ფლობს.
"კრისტალის" საკურორტო ზონამ დიდი გზა გაიარა – 27-ნომრიანი სასტუმროდან იქცა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დასასვენებელ სივრცედ საქართველოში. დღეს საკურორტო ზონა 170 ნომერს აერთიანებს, მათ შორის ახალ ნომრებსაც, რომლებიც ზამთრის სეზონზე დაემატა. სასტუმროს შოდა ინფრასტრუქტურა მოიცავს: 25-მეტრიან აუზს, ფინურ საუნას, ფიტნესდარბაზსა და სპა-პროცედურებისთვის განკუთვნილ ზონას.
რაც შეეხება გარე ინფრასტრუქტურას, აქ ფუნქციონირებს სამი საბაგირო ხაზი. პირველი საბაგიროს ზედა სადგურზე დამსვენებლებს კაფე Skyline ხვდება – სივრცე, რომელიც გამოირჩევა როგორც უგემრიელესი კერძებით, ისე შთამბეჭდავი პანორამული ხედებით. ზღვის დონიდან 2 370 მეტრის სიმაღლეზე ნამდვილი თავგადასავალი – ტობოგანი იწყება. მესამე საბაგირო კი დამსვენებლებს ატრაქციონების პარკში აბრუნებს – სივრცეში, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე სტუმრებისთვისაა შექმნილი.
გარდა ოთხი განსხვავებული კონცეფციის კაფე-რესტორნისა და ატრაქციონებისა, კრისტალის საკურორტო ზონა ასევე მოიცავს: ხელოვნური გათოვლიანების სისტემას, სხვადასხვა სირთულის სასრიალო ტრასებს, სპორტჰოლს, ყინულის მოედანსა და ტყე-პარკს.
დღესდღეობით ტურისტები და დამსვენებლები არა მხოლოდ შესაბამის საკურორტო მიმართულებებს, არამედ უნიკალურ გამოცდილებასა და მაქსიმალურ კომფორტს ეძებენ. "კრისტალის" საკურორტო ზონა კი არის ადგილი, სადაც სტუმარს არ უწევს ტერიტორიის დატოვება იმისთვის, რომ მიიღოს ყველაფერი, რაც იდეალური დასვენებისა და განტვირთვისთვის სჭირდება. სრულყოფილი ინფრასტრუქტურითა და სერვისით "კრისტალის" საკურორტო ზონა თანამედროვე ცხოვრების სტილთან სრულ თანხვედრაშია.
"კრისტალის" საკურორტო ზონა გვთავაზობს გარემოს, რომელიც იდეალურია საოჯახო დასვენებისთვის, წყვილების მოგზაურობისთვის, მეგობრების ტურისტული თავგადასავლისთვის თუ საკუთარ თავთან განმარტოებისა და განტვირთვისთვის. აქ დასვენება ნიშნავს კომფორტს, მრავალფეროვან სერვისებს, ბუნებასთან სიახლოვეს და დროის პატარა მონაკვეთშიც კი მაქსიმალურ გამოცდილებას, რაც ხშირად გადამწყვეტი ხდება დასვენების დაგეგმვისას.
"კრისტალის" საკურორტო ზონა მხოლოდ ტურისტული ადგილი არ არის – მას ბევრად მნიშვნელოვანი როლი აქვს. განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, ზონის განვითარებასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნა.
სეზონიდან სეზონამდე "კრისტალის" საკურორტო ზონა ინარჩუნებს როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტების ინტერესს. 2025 წლის ზაფხულის მეორე ნახევარში მას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი – ატრაქციონების პარკი დაემატება, რაც აქ დასვენებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე ვიზიტორებს ახალი გამოცდილებას შესთავაზებს.
ახალი პროექტები "კრისტალ ჯგუფის" მიზნის ნაწილია – რეგიონში მოწინავე, მუდმივად განვითარებადი საკურორტო ზონის სტატუსით, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო კურორტებს და კიდევ უფრო გაამყაროს საქართველოს ადგილი გლობალურ ტურისტულ რუკაზე.