ტომ კრუზი "შეუსრულებელი მისია 7"-ის გუნდს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მკაცრად აფრთხილებს ჩვენ ვქმნით ათასობით სამუშაო ადგილს! არ გაბედოთ მეორედ წესების დარღვევა!

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

ტომ კრუზი ფილმის "შეუსრულებელი მისია 7" ჯგუფს COVID-19-ის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, კერძოდ დისტანციის არდაცვის გამო, მკაცრად აფრთხილებს. აღშფოთებული ტომ კრუზი ყველას წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ჰოლივუდი ჩვენს გამო დაუბრუნდა სამუშაო პროცესს. ყოველ ღამე ველაპარაკები სტუდიებს, პროდუსერებს, ისინი გვიყურებენ და ჩვენი იმედი აქვთ ფილმების გადაღებებზე. ჩვენ ვქმნით ათასობით სამუშაო ადგილს ... განმეორების შემთხვევაში გაგაგდებთ სამსახურიდან! ბოდიში? ბოდიში არ მიიღება, ბოდიში უთხარით იმ ადამიანებს ვინც საკუთარ სახლებს კარგავენ იმის გამო რომ ჩვენი ინდუსტრია დახურულია.

ჩვენ ამ ფილმს არ დავხურავთ, გასაგებია? თუ კიდევ ერთხელ განმეორდება გაგაგდებთ!"

გთავაზობთ სრულ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ექსკლუზიურად SUN-მა გამოაქვეყნა.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი