თიბისი დამოუკიდებლობის სკოლის პირველ შეხვედრას ლანჩხუთში გამართავს
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
20 მაისს, 18.00 საათზე ქ. ლანჩხუთში, ცენტრალურ სკვერში გაიმართება დამოუკიდებლობის სკოლის პირველი საჯარო ლექცია, რომელიც ქართველ გმირებს - მარო მაყაშვილს, ნოე ჟორდანიას და ამბროსი ხელაიას მიეძღვნება. ლექციებს გაუძღვებიან მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. ღონისძიება ჯგუფ Killages-ის ლაივ კონცერტით დასრულდება. პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ თიბისის ფეისბუქ გვერდზე.