თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს გაიმართება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია. ყოველწლიური ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.

ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური, 15 ივლისს "სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება. 16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი - ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს, "33ა"-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

ფესტივალზე, დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტურნე, 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

თიბისი მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ყოველთვის დგას ისეთი პროექტების, ფესტივალების გვერდით, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან. Art-გენი კარგი შესაძლებლობაა ხელოვანებისთვის საკუთარი თავის გამოსახატად, მაყურებლისთვის კი-კულტურის გასაცნობად.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი