ონლაინ გაყიდვების ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

ონლაინ გაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს, - აღნიშნული საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შესაბამისი სამინისტროები, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ ინფორმაციას ონლაინ გაყიდვების იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც დადგენილ წესებს დაექვემდებარებიან და შექმნიან უსაფრთხო პირობებს დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათთვის საქმიანობის გაგრძელების ნებართვის გაცემის თაობაზე.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი