ილონ მასკის მიერ Twitter-ის 9%-იანი წილის შეძენის შემდეგ, კომპანიის აქციების ღირებულება 25%-ზე მეტით გაიზარდა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკის მიერ Twitter-ის აქციების შეძენამ იგი ამ სოციალური ქსელის უმსხვილეს გარე აქციონერად აქცია. აღსანიშნავია, რომ გარიგებას უძღოდა მასკის კრიტიკა Twitter-ის მიმართ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ილონ მასკი Twitter-ის 73 486 938 აქციას ფლობს, რაც კომპანიის 9,2%-იან წილს, ანუ დაახლოებით $2,89 მილიარდს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გარიგება პასიურ ინვესტიციად მიიჩნევა, Twitter-ის აქციების ფასი 4 აპრილის მონაცემებით 25%-ით გაიზარდა.

მოგეხსენებათ, ილონ მასკიTwitter-ის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი გახლავთ და ამ პლატფორმაზე 80 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. წლების განმავლობაში, Tesla-ს დირექტორის "თვითები" კომპანიისა და თავად ილონის გულშემატკივრებისათვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, ხოლო ბევრი კრიტიკოსი, დღემდე, მასკის პოსტებს მისი მხრიდან სპეკულაციურ ნაბიჯებად აღიქვამს.

არჩილ გელაშვილი

BIZ Experiences Staff

ჟურნალისტი, BIZ Experiences Georgia