BIZ Experiences Shop ანუ 80-ზე მეტი ქართული ბრენდი ერთ სივრცეში #იყიდექართული
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences Shop, რომელიც ჟურნალ BIZ Experiences-ის მიერ შექმნილი პლატფორმაა, ქართველი ანტრეპრენერების საქმიანობის მხარდაჭერას ონლაინმაღაზიის საშუალებით კვლავ აგრძელებს და მომხმარებლებს ახალ, საინტერესო პროდუქტებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ არსებული ანალოგებისგან განსხვავებით, BIZ Experiences Shop-ზე მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყიდება.
გიორგი შარაშიძე, ჟურნალ BIZ Experiences-ის მთავარი რედაქტორი:
"ამ ონლაინმაღაზიით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ანტრეპრენერულ სულისკვეთებას საქართველოში და ბევრად მეტ ადამიანს ვუჩენთ მოტივაციას, დაიწყონ და განავითარონ საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი. BIZ Experiences Shop ქართველ ანტრეპრენერებს არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის გაზრდაში, არამედ ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება. ამისათვის ჩვენს ხელთ არსებულ ყველა პლატფორმას ვიყენებთ".
BIZ Experiences Shop ერთ სივრცეში უყრის თავს განსხვავებული კატეგორიების პროდუქციასა და მომსახურებას, ქართული ბრენდების სპეციალურ შეთავაზებებს − ყველაფერს, რაც ქართულია, რაც საუკეთესოა, რაც ანტრეპრენერული სულისკვეთებითაა შექმნილი. პლატფორმა ქართველი ანტრეპრენერებისთვის არაერთი მიმართულებით მხარდამჭერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. BIZ Experiences Shop-ზე შეხვდებით სოციალურ საწარმო "ბაბალეს" ფერად ქმნილებებსაც.
"ჩვენს სოციალურ საწარმოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებული. კერძოდ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული პირები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, პანდემიის პირობებში ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, პირველი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა "ბაბალესთვის" იყო, აღნიშნული პირების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, მათთვის ის მცირედი შემოსავალი შეენარჩუნებინა, რაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის აუცილებელია.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, პატარა სოციალური საწარმოს მდგრადობისთვის ონლაინგაყიდვების აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კი, BIZ Experiences Shop ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია. მაშინ, როცა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნებოდა. 21 მარტის კამპანიისთვის კი "ანტრეპრენერმა" დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ჩვენი კაპანიისთვის #წინდამინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო BIZ Experiences Shop-ის სივრცე, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ. ის, როგორც ონლაინგაყიდვების პლატფორმა, ძალიან მოსახერხებელია საკუთარი მიწოდების სერვისით და ნამდვილად საიმედო პარტნიორია. რაც შეეხება ფართო მასშტაბებს, ონლაინგაყიდვების აღდგენას, მიგვაჩნია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მიმდინარე პირობებში ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის მხარდაჭერისთვის", − ამბობენ სოციალურ საწარმოში "ბაბალე".
BIZ Experiences Shop-ის ონლაინმაღაზია კი უკვე 80-მდე ქართული ბრენდის 1350-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება.
BIZ Experiences მოუწოდებს ყველა ქართულ ბრენდს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქმნის საინტერესო და გამორჩეულ პროდუქტს, შემოგვიერთდეს ახალ პლატფორმაზე – BIZ Experiences Shop, გაზარდოს საკუთარი ბრენდის ცნობადობა და პროდუქციის რეალიზაციიდან დამატებითი შემოსავალი მიიღოს.