BIZ Experiences Shop – ახალი ონლაინმაღაზია მხოლოდ ქართული პროდუქციით ონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences

BIZ Experiences Shop ჟურნალ BIZ Experiences-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც გამოცემის სტრატეგიულ მისიას იზიარებს და ქართველი ანტრეპრენერების საქმიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთი დამატებითი არხის – ამჯერად ონლაინმაღაზიის საშუალებით გააგრძელებს.

არსებული ანალოგებისგან განსხვავებით, BIZ Experiences Shop-ზე მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.

გიორგი შარაშიძე, ჟურნალ BIZ Experiences-ის მთავარი რედაქტორი: "ახალი ონლაინმაღაზიის ჩაშვებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ანტრეპრენერულ სულისკვეთებას საქართველოში და ბევრად მეტ ადამიანს გავუჩენთ მოტივაციას, დაიწყონ და განავითარონ საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი. BIZ Experiences Shop ქართველ ანტრეპრენერებს არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის გაზრდაში, არამედ ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. ამისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ".

BIZ Experiences Shop ერთ სივრცეში გააერთიანებს განსხვავებული კატეგორიების პროდუქციასა და მომსახურებას, ქართული ბრენდების სპეციალურ შეთავაზებებს – ყველაფერს, რაც ქართულია, რაც საუკეთესოა, რაც ანტრეპრენერული სულისკვეთებითაა შექმნილი.

ონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

BIZ Experiences მოუწოდებს ყველა ქართულ ბრენდს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქმნის საინტერესო და გამორჩეულ პროდუქტს, შემოგვიერთდეს ახალ პლატფორმაზე – BIZ Experiences Shop, გაზარდოს საკუთარი ბრენდის ცნობადობა და მიიღოს დამატებითი შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციიდან.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი