BIZ Experiences-მა მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრ კახეთს" (MCK) და BIZ Experiences-ს შორის, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები კახეთის რეგიონში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების ანტერპრენერული უნარების განვითარების მიზნით შემდეგ ამოცანებს განახორციელებენ: აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; დარგის სპეციალისტების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა; სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.

შეთანხმება ამავე დროს ითვალისწინებს, აქტიურ საინფორმაციო მხარდაჭერას საინფორმაციო სააგენტო www.knews.ge და https://www.bizexperiences.com/ge რესურსებზე.

BIZ Experiences-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძეს განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად ისეთ საინტერესო პროექტებს განახორციელებენ, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას.

,,ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთის რეგიონიდან მეწარმეებს გაცილებით ფართო აუდიტორიას გავაცნობთ. წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველის ასე, რომ ყველა მეწარმეს, მათ შორის, ქალ მეწარმეებსაც, მოვუწოდებ ჩაერთონ ამ საქმიანობაში და ერთად ბევრი სასარგებლო საქმე გამოგვივა",– განუცხადა knews.ge-ს გიორგი შარაშიძემ.

"მედია ცენტრი კახეთი " MCK რეგიონში ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს. მემორანდუმი პროექტის "მეწარმე ქალთა მხარდაჭერა Covid 19 ის დროს" ფარგლებში შემუშავდა, რომელის ფონდის "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ არის მხარდაჭერილი.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი