BIZ Experiences-ის ახალი პროექტი: ონლაინმაღაზია ინგლისურად! ქართულ პროდუქციას უცხოელებიც შეიძენენ

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

სალომე ჩიბუხაშვილი

BIZ Experiences-ის ონლაინ მაღაზიის პარტნიორი ბრენდების პროდუქცია უკვე საქართველოში მცხოვრებ უცხოელთათვისაც მარტივად ხელმისაწვდომი ხდება. იმისთვის, რომ ონლაინ შესყიდვების განხორციელება მათთვის მეტად კომფორტული პროცესი გახდეს, BIZ Experiences Shop-ის შემდეგ კიდევ ერთი ახალი პლატფორმა – ინგლისურენოვანი BIZ Experiences Store იწყებს ფუნქციონირებას.

გიორგი შარაშიძე, BIZ Experiences, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი: BIZ Experiences Store-ზე, ისევე როგორც მის ქართულ ანალოგზე, მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება. პლატფორმა განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ ბრენდებისთვის, რომელთა მიზნობრივ სეგმენტს სწორედ არაქართულენოვანი აუდიტორია წარმოადგენს. ეს ეხება როგორც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, ისე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც ინგლისურ ენაზე გაეცნობა ქართველი ანტრეპრენერების მიერ წარმოებულ პროდუქციას და სურვილის შემთხვევაში შეიძენს სასურველ ნივთს. ეს პატარა, მაგრამ ეფექტური ნაბიჯია ქართული ბრენდების გლობალურ ბაზარზე გასასვლელად და საერთაშორისო მასშტაბით გასარეკლამებლად. მიხარია, რომ ინგლისურენოვანი ონლაინმაღაზია BIZ Experiences Store გამოცემის სტრატეგიულ მისიას იზიარებს და ქართველი ანტრეპრენერების საქმიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთი დამატებითი არხის საშუალებით განაგრძობს".

BIZ Experiences Store ერთ სივრცეში გააერთიანებს განსხვავებული კატეგორიების პროდუქციასა და მომსახურებას, ქართული ბრენდების სპეციალურ შეთავაზებებს – ყველაფერს, რაც ქართულია, რაც საუკეთესოა, რაც ანტრეპრენერული სულისკვეთებითაა შექმნილი.

შეგახსენებთ, BIZ Experiences Shop 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა და უკვე აერთიანებს 100-მდე ქართული ბრენდის 1600-ზე მეტ პროდუქტს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

ვებ-გვერდის ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია კომპანია B2C-ის მიერ.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი