ვისურვებდი, რომ ყველა ანტრეპრენერს ჩემნაირი მამა ჰყავდეს

By Chad Willardson

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ანტრეპრენერობა იმ ყველაფერზე დაკვირვებით ვისწავლე, რასაც მამა აკეთებდა. იგი ყველა ასპექტში ნამდვილი ბიზნესმენია. აქ გიამბობთ, რატომ ვისურვებდი, რომ ყველა ანტრეპრენერს ჩემნაირი მამა ჰყავდეს.

ბავშვების უმეტესობა ბიზნესის პირველ გაკვეთილს ლიმონათის დახლთან სწავლობს. მე ჩემი გაკვეთილი მამაჩემის ყველა ქმედებაზე ჩუმად დაკვირვებით ვისწავლე.

მამამ თავისი კარიერა ფინანსებსა და ლიდერობაში გაატარა. სასოფლო-სამეურნეო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომლის წლიური გაყიდვები 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ჩიკაგოში American Egg Board-ს თავმჯდომარეობდა. მისი წარსულის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ არგენტინაში ორწლიანი მოხალისეობრივი მისიის ნაწილი და როკჯგუფის წამყვანი გიტარისტი და ვოკალისტი იყო.

მამა 60-იან და 70-იან წლებში ლონგ-ბიჩში, კალიფორნიაში გაიზარდა. თავად კი ოთხი შვილი გაზარდა. ამ უნიკალურმა რეზიუმემ ჩვენ მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი MBA პროგრამის გზა გაგვიხსნა.

რაც მთავარია, მამაჩემი ყველა იმ პრინციპით ცხოვრობდა, რომელსაც თავად ქადაგებდა. ის არა მხოლოდ ბიზნესს ასწავლიდა, არამედ სანიმუშო პიროვნებადაც იქცა. როდესაც მის შტაბ-ბინას ვეწვიეთ, ვნახეთ, როგორ დადიოდა საწყობში, იქ მყოფ თანამშრომლებს ესპანურად ესაუბრებოდა და ურთიერთობებს ამყარებდა. ამის შემდეგ კი შეეძლო საკონფერენციო დარბაზში დიდი შესყიდვების შეხვედრაზე შესულიყო, ისე რომ, საკუთარი თავი არ შეეცვალა.

მისმა მაგალითმა ჩემი, როგორც ხელმძღვანელის, გზა და მოგვიანებით, ჩემი ხუთი შვილის აღზრდის წესი ჩამოაყალიბა. ასე, რომ მე განვიხილავ სამ გაკვეთილს, რომლებიც მან იმდენად თანმიმდევრულად მოგვცა, რომ ისინი ჩემი ბიზნესწამოწყებების და, რაც მთავარია, ჩემი შვიდწევრიანი ოჯახის ფუნდამენტად იქცა.

გაკვეთილი #1. სიკეთე იმარჯვებს

მამას არასდროს სჯეროდა ძველი გამონათქვამების: "კარგი ბიჭები ბოლოს ამთავრებენ". ფერმის მუშებიდან დაწყებული, ხელმძღვანელებით დამთავრებული, ის ყველას ერთი და იმავე პატივისცემით ესაუბრებოდა. და ეს არ იყო ტაქტიკა, რომელსაც იგი ბიზნესისთვის იყენებდა. ეს, უბრალოდ, მისი ხასიათი იყო.

"არ არის აუცილებელი ეგოისტი იყო, რომ გაიმარჯვო და მწვერვალზე მოხვდე", - ყოველთვის ამბობდა ის. ამან დამანახა, რომ ადამიანები თავს დაფასებულად გრძნობენ, ხოლო პატივისცემა დაძაბულობას ბუნებრივად ამცირებს და შედეგებს ზრდის.

ჩემს კომპანიაში მეც იგივე მიდგომა მაქვს. ჩვენ ხასიათს ისეთივე ყურადღებით ვამოწმებთ, როგორითაც უნარებს და ვაკვირდებით, თუ რამდენად კარგად ეხმარებიან თანაგუნდელები ერთმანეთს, არამარტო საბოლოო შედეგებს. როდესაც ადამიანებმა იციან, რომ შეუძლიათ თავიანთ პრობლემებზე საუბარი, მათ უფრო მარტივად ვაგვარებთ.

როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ჩვენ ყველა შეთანხმებას ვასრულებთ, ისინი, პირველ რიგში, ჩვენ გვიკავშირდებიან, როდესაც მარაგი შეზღუდულია. ადამიანებთან კარგი მოპყრობა ცხოვრებისეული დევიზია, რომელიც რეალურად ბიზნესის ზრდას განაპირობებს, რადგან ბიზნესში თქვენი ხალხი თქვენი ყველაზე დიდი აქტივია.

სახლში წესი იგივე რჩება. ჩვენი ბავშვები მადლობას უხდიან მსაჯებს, ესალმებიან სკოლის დამლაგებელს, ბებია-ბაბუებსა და მეზობლებს მადლობის წერილებს უგზავნიან. ისინი იწყებენ იმის დანახვას, რომ ნამდვილი თავაზიანობა უკან ბრუნდება, მეგობრობაში, შესაძლებლობებსა და იმაში, თუ რას ფიქრობენ ისინი საკუთარ თავზე. ეს არ არის ქველმოქმედება. ეს ის არის, რითაც შენი ცხოვრების მყარ საფუძველს აშენებ.

გაკვეთილი #2. ცოლი პირველ ადგილზეა

როდესაც დედაჩემს 60 წლის ასაკში პარკინსონის დაავადების იშვიათი, სწრაფად პროგრესირებადი ფორმა დაუდგინეს, მამაჩემმა ყოველგვარი ფიქრის გარეშე ყოველდღიური მუშაობა შეწყვიტა. მეგობრები ამას "ადრეულ პენსიაზე გასვლას" უწოდებდნენ.

ის ამას "ჩემი პატარძლის სიყვარულს" უწოდებდა. მამამ ისწავლა მისი მედიკამენტების მიღების გრაფიკი, მისი საუბარი, მისი საჭიროებები და ამ ყველაფერს თავისი გრაფიკი მოარგო. დღემდე პოულობს გზებს, რომ დედა პაემნებსა და ზოგჯერ მოგზაურობებში წაიყვანოს. მისი დედაჩემზე ზრუნვა იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ქორწინება. ეს ურყევი ერთგულება მახსენებს, რომ ბიზნესში წარმატება არაფერია, თუ ადამიანი, ვისაც შენი პირველად სჯეროდა, შენს ცხოვრებაში მეორე ადგილას ინაცვლებს.

მამას მაგალითი ჩემთვის და ჩემი უმცროსი დებისთვის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს ხელახლა განსაზღვრავს. მამამ დედა აირჩია სამსახურის ნაცვლად. მან გვაჩვენა, როგორია სინამდვილეში ძალა: გვერდით დგომა, მოთმინება და რთულ პერიოდში ცოტა იუმორიც.

მე, როგორც ქმარი და ხუთი შვილის მამა, ამ მოდელით ვხელმძღვანელობ. მომდევნო თვის რომანტიკული საღამოები კალენდარში საქმიან შეხვედრებამდე ინიშნება. თუ ჩემი ცოლი სამსახურში მირეკავს ან მწერს, ვამოწმებ, რა სჭირდება. ბავშვები ამ ყველაფერს აკვირდებიან. მათ იციან, რომ მე და ჩემს მეუღლეს იდეალური ურთერთობა არ გვაქვს, მაგრამ ასევე იციან, რომ ეს ურთიერთობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს კი მათ სამყაროს უფრო უსაფრთხოს ხდის.

თუ მეუღლეს პირველ ადგილზე დააყენებთ, თქვენ შვილებს გრძელვადიანი ვალდებულებების აღებისთვის ცოცხალ მაგალითს აძლევთ. ისინი ამ გაკვეთილს თავიანთ ქორწინებასა და სამსახურში გამოცდიან, და დიდი ხნის შემდეგაც გამოიყენებენ. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მამაჩემმა დამიტოვა და რომელსაც მე ჩემს შვილებს დავუტოვებ.

გაკვეთილი #3. იყავით თქვენი შვილების გვერდით

სანამ მამა ცნობილი აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა, უბრალოდ, მამაჩემი იყო. არასდროს მიფიქრია, მოვიდოდა თუ არა თამაშზე. ეზოში შემოდიოდა, ჰალსტუხს იხსნიდა, ხელთათმანს იკეთებდა და მზის ჩასვლამდე ბურთებს იჭერდა.

"მე აქ ვარ და შენ მნიშვნელოვანი ხარ". ეს გზავნილი დღემდე უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე ნებისმიერი გამამხნევებელი სიტყვა, რაც კი შეეძლო ეთქვა.

ახლა ჩემი ჯერია. ჩვენ ხუთი შვილი გვყავს, თითოეული ერთ ან ორ სპორტს მაინც თამაშობს შეჯიბრებით დონეზე და ერთი სახელმძღვანელო წესი გვაქვს: თუ ისინი შეჯიბრში მონაწილეობენ, მე მათ შორის ვარ და ვგულშემატკივრობ. კლიენტების ზარები და შეხვედრები შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩნდეს, მაგრამ არა მათი თამაშების დრო.

ჩემს ბიზნესში ჩვენ ვიმეორებთ რიტმს, ოჯახებისთვის განკუთვნილ სამუშაო საათებსა და "ბავშვებისთვის მეგობრულ" გარემოს. ქონების მართვის კომპანიების უმეტესობა თითოეულ თანამშრომელს 50-60 საათი ამუშავებს. ჩვენი ოფისები ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 8-დან შუადღის 3 საათამდე.

მიუხედავად ამისა, პროდუქტიულობა არ მცირდება. ერთგულება კი მკვეთრად იზრდება. ადამიანები სამუშაო ეთიკას იცავენ, როცა სამუშაო მათ ოჯახებსა და პირად ცხოვრებას იცავს. იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩემი შვილები და თანამშრომლები ამას თავიანთ გუნდებს გადასცემენ.

ღირებულებების შერწყმა

სიკეთე ოფისში, ერთგულება ჩემი მეუღლის მიმართ და პრაქტიკული აღზრდა არ არის სამი შემთხვევითი სლოგანი, რომელიც სტატიაში უნდა დაიწეროს ან სცენაზე წარმოითქვას. ისინი ერთი და იმავე ბორბლის ჭანჭიკებია. თუ სამსახურში ადამიანებს კარგად მოეპყრობით, სახლში ემპათიის გრძნობით დაბრუნდებით, დაღლილობის ნაცვლად. თქვენი ქორწინება დაიცავით და თქვენი გონება საკმარისად სუფთად დარჩება, რათა ფსონი თამამ იდეებზე დადოთ. თქვენი შვილების გვერდით დადექით და მოთმინებას ისწავლით.

ამას ყველა ამჩნევს. თანაგუნდელები დილით სამსახურის "ოფიციალურად" დაწყებამდე ჩნდებიან. ჩემმა შვილებმა და მეუღლემ იციან, რომ ოჯახთან ერთად დროს კვებას, დასვენებას და მნიშვნელოვან ოჯახურ ღონისძიებებს ვუთმობთ. და ეს ძვირფასი დრო საქმიანი შესაძლებლობებისთვის არ დაიკარგება.

Chad Willardson

BIZ Experiences Leadership Network® Contributor

Founder of Platinum Elevated & Pacific Capital, 5X Best-Selling Author

Chad Willardson is the Founder and President of Pacific Capital, a fiduciary wealth advisory firm. He is also the Founder of Platinum Elevated, a coaching program helping BIZ Experiencess achieve financial and lifestyle freedom, and a five-time best-selling author.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია