ამიერიდან კრიპტოს შეძენას "სილქის" მობაილბანკში შეძლებთ!
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
"სილქ ბანკში" სიახლეა — პირველად საქართველოში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, კრიპტოვალუტა პირდაპირ მობაილბანკში შეიძინონ. ეს პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში, ისე ციფრული ფულისადმი დამოკიდებულების შეცვლაშიც.
ამ სიახლის შესახებ "სილქ ბანკის" კრიპტოს "ფროდაქთ ოუნერი", ალექსანდრე დგებუაძე გვიყვება:
მსგავსი რამ პირველად ხდება საქართველოში და უნდა ითქვას, მსოფლიოშიც ძალიან ცოტა მაგალითია იმისა, როცა მომხმარებლებს ბანკში შეუძლიათ კრიპტოს შეძენა. რამ განაპირობა ამ გაბედული და, შეიძლება ითქვას, პროგრესული ნაბიჯის გადადგმა?
მთავარი მიზანი ხალხისთვის კრიპტოს შეძენის პროცესის გამარტივება იყო. ასევე გვსურდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა გლობალურ ადაპტაციაში. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიკვირდა, აქამდე რატომ არ არსებობდა მსგავსი სერვისი ბანკებში — მით უმეტეს, მაშინ, როცა საქართველოში თუ მის გარეთ ყველა ბანკი ტექნოლოგიურ სიძლიერეზე აკეთებს აქცენტს.
მეორე მხრივ, ბანკის ეკოსისტემაში კრიპტოს დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია და გამბედაობაც სჭირდება, რადგან ბევრი ტექნოლოგიური გამოწვევის გადალახვაა საჭირო… თუმცა ფაქტია, შეუძლებელი არაფერია.
ერთია გამოწვევები, მაგრამ რაში მდგომარეობს ამ ფუნქციის მთავარი უპირატესობა ტრადიციულ კრიპტობირჟებთან შედარებით?
პირველ რიგში, მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენთან ძალიან მარტივია კრიპტოვალუტის შეძენა. რეალურად მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობ პროცესს ჰგავს — მაგალითად, ისეთს, როგორიც ლარის დოლარში კონვერტაციაა.
მთლიანობაში 3 მთავარი უპირატესობა აქვს: სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და დაცულობა. კრიპტოს შეძენა იდენტურად დავამსგავსეთ კონვერტაციის პროცესს. 24/7-ზე შეგიძლია იყიდო-გაყიდო ისე, რომ არასდროს ჩამორჩე ბაზრის დინამიკას და გქონდეს სრული კონტროლი საკუთარ აქტივებზე. ამას ემატება ისიც, რომ ბანკის ეკოსისტემას არ ტოვებ — ბანკს კი უსაფრთხოების უმაღლესი ზომები აქვს მიღებული, რათა მომხმარებელი სრულიად დაცული იყოს.
ეს, ერთი მხრივ, იმ სტერეოტიპსაც არღვევს, რომელიც კრიპტოსთან დაკავშირებით არსებობს — რადგანაც ბანკშია ხელმისაწვდომი აღნიშნული სერვისი, ესე იგი, ნდობის ფაქტორიც იმატებს.
ახსენეთ, რომ პროცესი საკმაოდ მარტივია — კონკრეტულად, როგორ უნდა ვიყიდო სილქის მობაილბანკში კრიპტოვალუტები?
შედიხარ კრიპტოს სექციაში, სადაც გხვდება ყიდვის ღილაკი და შემდგომი პროცესი არაფრით განსხვავდება ლარის დოლარში კონვერტაციისგან. ყიდვის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, 15 წამში გქონდეს კრიპტო. მთელი ამბავი ის არის, რომ ახსნაც არ სჭირდება, როგორ უნდა იყიდო, იმდენად ინტუიციური პროცესია.
ძირითადად ვინ არის სამიზნე აუდიტორია? რა ტიპის მომხმარებლებზე გაქვთ გათვლა მობაილბანკში კრიპტოს დამატებით?
სამიზნე აუდიტორია არის აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა — ყველა, ვისაც ოდესმე გასჩენია სურვილი, რომ კრიპტო ეყიდა. ყველა, ვისაც უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, გადაედგა ეს ნაბიჯი უნდობლობის ან პროცესის კომპლექსურობის გამო. უბრალოდ, არ ტოვებ ბანკის ეკოსისტემას — არ გიწევს შუამავალი პლატფორმების ძებნა და ა. შ. პირდაპირ ბანკში ყიდულობ კრიპტოს მარტივად.
და ბოლო კითხვა, სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რა განვითარება ექნება ამ პროდუქტს?
რა თქმა უნდა, აქ არ გავჩერდებით. ახლო მომავალში ვგეგმავთ, რომ მეტი კრიპტოაქტივი გავხადოთ ხელმისაწვდომი. ასევე, ყიდვა-გაყიდვასთან ერთად, კრიპტოაქტივების მართვის სხვა ფუნქციონალიც საკმაოდ მალე დაემატება. დანარჩენს კი უკვე ჩვენი აპლიკაციიდან შეიტყობთ.