ახალი ბიზნეს-ალიანსის მეშვეობით, საქართველო პოზიციონირებს ევროპაში, როგორც სავაჭრო კარიბჭე აზიის მიმართულებით
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
პოსტ-საბჭოთა ქვეყანა - საქართველო - იღწვის ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად და საამისოდ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ესპანეთს უთმობს. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა ესპანურ-ქართული ბიზნეს ალიანსი (SGBA). კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ორივე ქვეყანაში მოქმედ კომპანიებთან იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასთან, რომელიც 500-მილიონიანი მოსახლეობით, უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს.
SGBA-ს პრეზიდენტის, ვასილ ბაბლუანის თქმით, ბიზნეს-ალიანსის მიზანია, ინვესტიციის მსურველი კლიენტებისთვის სწრაფი და მოქნილი, მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნა. ეს უნდა იყოს ერთგვარი "სპეც-შეკვეთით შეკერილი კოსტუმი", როგორც ბაბლუანმა მას Europa Press-თან ინტერვიუში უწოდა, როდესაც მიმოიხილა გასულ წელს ოფიციალურად დაფუძნებული ბიზნეს-ალიანსის მუშაობა, რომელიც ბევრი სხვა სახის მომსახურებასთან ერთად კლიენტებს კონსულტაციას, მარკეტინგულ და ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებსაც სთავაზობს.
SGBA-ს პრეზიდენტმა, რომელსაც ესპანეთსა და საქართველოში ათწლიანი ბიზნეს გამოცდილება აქვს, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ინვესტორებს უპირატესობების ფართო სპექტრს სთავაზობს - დაბალი გადასახადებიდან დაწყებული ახალი კომპანიების დაარსების სიმარტივით დამთავრებული. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ რაღაც ოთხი მილიონი ადამიანია, ქვეყანას შეუძლია აზიის კარიბჭის როლი შეასრულოს. მან აღნიშნა, რომ იმ კომპანიებს შორის, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ თავიანთი აქტივების გადატანა საქართველოში, შედის განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი და სხვა მრავალი მიმართულება.
თავის მხრივ ესპანეთი, საქართველოსთვის, ნიშნავს როგორც ევროკავშირის ბაზართან დაუბრკოლებელ წვდომას და ასევე - პოტენციური შუამავლის როლს ლათინოამერიკულ კომპანიებთან. როგორც ბაბლუანმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან "ამაზე გარკვეული მოთხოვნა არსებობს".
SGBA-ს პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაჩაღებულ "ტარიფების ომსაც" შეეხო და თქვა, რომ აშშ-ს მიერ ტარიფების დაწესება კომპანიებს ახალი ბაზრების მოძიებისა და ათვისებისკენ უბიძგებს, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ბაბლუანის სიტყვებით, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანა, უცხოელ ინვესტორებს "ყველა საჭირო გარანტიით" უზრუნველყოფს. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ინვესტირების მსურველი უცხოური კომპანიებისთვის არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის.