Google-ის ჭკვიანი ჩეთბოტი Bard ახლა უკვე საქართველოშიც გახდა ხელმისაწვდომი
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

Google Bard კომპანიის ექსპერიმენტული სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის სერვისია, რომელიც LaMDA-ის ენობრივი მოდელითაა აღჭურვილი, შედეგად მას შეუძლია ტექსტის გენერირება, თარგმნა, სხვადასხვა სახის კრეატიული ტექსტების დაწერა და თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
Bard დღეიდან 180 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც. მანამდე მისი სარგებლობა მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდული ბეტა ტესტირებით იყო შესაძლებელი.
თქვენ რას ფიქრობთ დაამარცხებს Google Bard მის კონკურენტ ChatGPT-ს?