ზღვის სანაპიროს, გონიოში, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

გონიოში,ზღვის სანაპიროზე, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმრო "პანო" გაიხსნა. სასტუმროში განთავსებულია 50 ნომერი და ყველა ნომერს აქვს ზღვის ხედი.

სასტუმრო "პანოს" სტუმრების მიღება უკვე შეუძლია, საწყის ეტაპზე, აქ ერთდროულად 120 დამსვენელს მოემსახურებიან. "პანოს" სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ხარისხიანი მომსახურებით; სასტუმროს აქვს ორი აუზი, საკუთარი პარკინგი და რესტორანი.

სტუმრების გამასპინძლებაზე სასტუმროში დასაქმებული 20 ადგილობრივი ზრუნავს. სასტუმროს მშენებლობისთვის 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერა. როგორც კრიზისულ, ასევე ეკონომიკის აღდგენის პერიოდშიც, თიბისი უცვლელად განვაგრძობთ HORECA სექტორის დაფინანსებას და სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას, ბიზნესებისთვის რესურსების მოძიების გამარტივების მიზნით.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა