MIT ORBIT - BTU კვლევების გენერაციულ AI პლატფორმას ნერგავს

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

MIT-ში შექმნილი კვლევების გენერაციული AI პლატფორმა ORBIT ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ORBIT ახალი, ინოვაციური პროდუქტია, რომელიც აერთიანებს MIT-ს ცოდნის ბანკს, 5000-ზე მეტ სამეცნიერო სტატიას და სახელმძღვანელოს, მეწარმეობის 200-ზე მეტ კურსს, ლიტერატურას და წყაროებს დახურული სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზებიდან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, MIT ORBIT-ის პლატფორმის გამოყენებით, შეიქმნება უნიკალური, სექტორული ანალიტიკის მასალა, კვლევითი ანგარიშები და სტატიები სხვადასხვა დარგის განვითარების პროგნოზების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ORBIT-ის დახმარებით, კიდევ უფრო გაიზრდება BTUAI-ს კვლევითი პოტენციალი, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე ქმნის დარგობრივ ანალიტიკას და სტატიებს, საგანმანათლებლო პროდუქტებს, თანამედროვე ბიზნესქეისებს და მულტიმედია მასალას.

კვლევის გარდა, პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, მიიღონ წვდომა მსოფლიოს წამყვან სამეწარმეო ბაზაზე, შექმნან პერსონალიზებული პროფილი, გენერაციული AI-ს დახმარებით დაგეგმონ განვითარების და სხვადასხვა ბაზრის ათვისების სტრატეგია, შექმნან ბიზნეს მოდელი, რომელიც ეფუძნება ბილ ოლეტის 24 ნაბიჯს წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად, დაუკავშირდნენ და დაიწყონ პარტნიორობა MIT-ში დაფუძნებულ სტარტაპებთან, ისარგებლონ რეზიდენტი მეწარმეების (EIRs – BIZ Experiencess in Residence) მიერ შემუშავებული რესურსებით და სხვა.

MIT ORBIT-ზე წვდომა გაეხსნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, აგრეთვე ყველა სტარტაპს, რომელიც თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს