Evolvexe "საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის" წევრი გახდა
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სფეროში მოქმედი კომპანია Evolvexe საქართველოს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია "ევოლვექსმა" ადგილობრივ პროვაიდერებთან პარტნიორობით, კლიენტთა მომსახურების სერვისებში AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება უკვე აქტიურად დაიწყო.
ბიზნესპროცესების მართვასთან ერთად, "ევოლვექსი" ეწევა კონსალტინგურ მომსახურებას. ახორციელებს უკვე არსებული კლიენტების მომსახურების სერვისების აუდიტს, მათი ეფექტიანობის შეფასებას და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას.
დღეისათვის კომპანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ არაერთ კლიენტს, მათ შორის მსხვილი საერთაშორისო ქსელის ადგილობრივ წარმომადგენლობასა და ფრენჩაიზებს ემსახურება და მათ სერვისს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ, ინდურ და უკრაინულ ენებზე სთავაზობს. www.evolvexe.com