აშშ-ის სავიზო მოსაკრებლის გადახდა უკვე საქართველოს ბანკის სხვადასხვა არხითაა შესაძლებელი

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

აშშ-ის ვიზის საფასურის დაფარვის არსებული პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და გაციფრულდა.

აქამდე აშშ-ის ვიზის მოსაკრებლის დაფარვა მხოლოდ ფიზიკურად, საქართველოს ბანკის ფილიალში მისვლითა და ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი. ეს პროცესი უკვე სრულად ტრანსფორმირდა და მომხმარებლებს საშუალება აქვთ, გადახდა დამატებითი, მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული არხებითაც განახორციელონ. ესენია:
საქართველოს ბანკის eCommerce სისტემის გამოყენებით – ბარათით გადახდა პირდაპირ აშშ-ის ვიზიტის დაგეგმვის ვებგვერდზე.
მობილბანკით, ინტერნეტ ბანკით ან BogPay-ს გადახდის აპარატით – კლიენტისთვის მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით, რომელიც აპლიკანტს ენიჭება ვიზის განაცხადის შევსების დროს.
"საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუდმივად ცდილობს სერვისების გამარტივებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას. ამ ინიციატივით მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, დაზოგონ დრო და სავიზო მოსაკრებლის დასაფარად მათთვის ყველაზე მოსახერხებელი გზა აირჩიონ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სიახლით ვიზის საფასურის გადახდის პროცესი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოქნილი გახდება", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს