წარმატებული ბიზნესი ააშენეთ, თუმცა ამ პროცესში თქვენი შინაგანი "მე" დაკარგეთ. აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლავე!

By DeAnna Spoerl

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

საკუთარი ბიზნესის შექმნასა და დიზაინში არსებობს რაღაც ძლიერი, რაც ჩვენ, მეწარმეებს, სიამაყისა გრძნობას გვანიჭებს. პროდუქტის ან მომსახურების დაგეგმვის პირველივე დღეებიდან, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებითა და პირველივე კონტრაქტის მიღებით, თითოეული მომენტი სწორედ დიზაინით დაიწყო.

სწორედ დიზაინია ჩვენს შინაგან სამყაროსთან ახლოს – სწორედ ამიტომ მოვიხსენიებთ ხშირად ჩვენს ბიზნესებს "შვილებს". ჩვენ იმდენს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გვინდა ჩვენი ბრენდი და ბიზნესი აღიქმებოდეს, რომ ღამეებსაც ვათენებთ, მთელი დღე ვმუშაობთ და ჩვენი ბრენდის ყველა ასპექტს ვაუმჯობესებთ. ამ დროს კი ვკარგავთ ძილს, არასწორად ვიკვებებით ან, უარეს შემთხვევაში, სტრესი ცვლის ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე.

ცოტა ხნის წინ, კოლეგებთან საუბრისას, გაჩნდა კითხვა: "როგორ გავხდი ეს ადამიანი? როდის და სად შევიცვალე ამ პროცესის განმავლობაში?" მას შემდეგ, რაც ბიზნესები შევქმენით და კარგად განსაზღვრული ბრენდები შევიმუშავეთ, როგორ დავკარგეთ ენერგია საკუთარი თავის დიზაინის შექმნისას? რას ნიშნავს საკუთარი თავის დიზაინის შექმნა? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ადამიანები ვართ და არა ბიზნესსუბიექტები. თუმცა ჩვენი შინაგანი "მეს" დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად არის შექმნილი და ჩამოყალიბებული ჩვენი გარემოს, ბავშვობის, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ურთიერთობების მიერ.

ყველაფერს ემატება ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება მოხდეს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ბიზნესსა და სამსახურზე ვართ კონცენტრირებული. შესაძლოა ცვლილებებმა ჩვენზე ფარულად იმოქმედოს, როდესაც ჩვენ მიდრეკილი ვართ დავშორდეთ იმ ადამიანს, ვინც ვიყავით ბიზნესის შექმნამდე. ეს გათიშვა შესაძლოა უცნობობისა და სტაგნაციის ადგილად აღვიქვათ. კარგი ამბავი კი მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ ამ დიზაინზე კონტროლს ვიბრუნებთ, ამან შესაძლოა მასშტაბური ტრანსფორმაციები გამოიწვიოს.

ვინ შექმნა შენი დიზაინი?

როდესაც კოლეგასთან ვსაუბრობდი იმაზე, თუ ვინ გავხდით წლების განმავლობაში, მან მითხრა, რომ ვეღარ ცნობდა ამ ადამიანს, რომელიც ასე ჩაფლული იყო სამსახურში. ჩვენ უფრო დიდხანს ვისაუბრეთ ამ თემაზე და მე ვუსმენდი, როგორ აანალიზებდა ის ყველა ხმასა და გამოცდილებას, რამაც ჩამოაყალიბა ეს ახალი ადამიანი – ადამიანი, რომელიც მას არ მოსწონდა. მე დავუსვი მარტივი კითხვა: "ვინ ხარ შენ?" ის კი გაოგნებული იყო და ცოტათი წაბორძიკდა საუბრისას. ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ჩვენი შინაგანი "მე" ხშირად უგულებელყოფილია, როდესაც ჩვენი ცხოვრების სხვა ასპექტებს ვქმნით – განსაკუთრებით კი ბიზნესს.

გვეუბნებოდნენ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა: "ამისთვის საჭირო უნარები არ გაქვს", ან "არ ხარ შესაფერისი", ჩემი საყვარელი ფრაზა კი ეს არის: "შენს მომსახურებაში ღირებულებას ვერ ვხედავ". ამ ფრაზებს შეუძლია დატოვოს ტკივილი, ან უარესი – ხარვეზები, რომელთა შევსებასაც ჩვენი გონება ვარაუდებითა და ნეგატიური ფიქრებით ცდილობს. ერთი წუთით დაფიქრდით, როგორ შეიძლება აისახოს თქვენს შინაგან დიზაინზე კლიენტების, კონკურენტების ან კრიტიკოსებისგან მოსმენილი ყველა სიტყვა. რას ფიქრობთ ამაზე? გჯერათ მათი ნათქვამის?

საკუთარი დიზაინის კონტროლქვეშ აღება

თქვენს შინაგან დიზაინზე კონტროლის დაბრუნება შესაძლოა რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ. თუმცა ნუ იდარდებთ! მიუხედავად იმისა, რომ ერთ ღამეში შედეგს ვერ დაგპირდებით, შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ ამ ფენომენის უფრო ღრმად შესწავლაში და, იმედია, დაგაფიქრებთ იმაზე, თუ როგორ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს დიზაინზე.

1. თვითანალიზი: რა თვისებები მოგწონთ საკუთარ თავში? რომელი თვისებების გაუმჯობესება გსურთ? რატომ მოგწონთ საკუთარი თავის გარკვეული ნაწილები, ან რატომ არა? სერიოზულად დაიწყეთ ამ კითხვებზე ფიქრი და ისეთი პასუხების ჩამოყალიბება, რომლებისაც გჯერათ. მაგალითად, წლების, წინ ტრენინგის დროს, როდესაც სამკაულებს ვყიდდი, მასწავლეს, თუ როგორ უნდა მივსულიყავი მომხმარებლებთან. მითხრეს, რომ ზედმეტად მშვიდი და პასიური ვიყავი. თუ გაყიდვების კონვერსიის ნახვა მსურდა, უფრო აგრესიული უნდა ვყოფილიყავი.

უკუკავშირი იმაზე მკაცრი იყო, ვიდრე მახსოვს! სახლში წავედი და რაღაც პერიოდის განმავლობაში ამაზე ვნერვიულობდი და ვფიქრობდი: "არ მომწონს აგრესიული გაყიდვების ტაქტიკა". რატომ? იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს არ მომეწონებოდა, როგორც მომხმარებელს. მაშ, რატომ უნდა გავუკეთო იგივე სხვებს? მოკლედ, გადავწყვიტე, რომ მომწონდა ჩემი გაყიდვის მეთოდი. ჩემი მეთოდი წარმოადგენდა დაბალი ზეწოლასა და მომხმარებლის მოთხოვნილებების მოსმენა იყო. იცით რა? სულ რაღაც რამდენიმე თვეში ოქროს სამკაულების ყველაზე გაყიდვადი ბიზნესმენი გავხდი. არ მინდოდა ჩემი ქოუჩის ხმას ეკარნახა, ვინ უნდა ვყოფილიყავი წარმატების მისაღწევად. დაუსვით საკუთარ თავს რთული კითხვები, თავად გაეცით პასუხები და იცხოვრეთ მათ მიხედვით.

2. ეჭვქვეშ დააყენეთ მოტივები: რატომ მუშაობთ ამდენს? ვისზე ცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას? ურთიერთობაზე არასწორი მიზეზების გამო მუშაობთ? დიახ, ეს უფრო მეტად რეფლექსიაა განსხვავებული ვერსიით! წლების განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ხშირად ჩვენი მოტივები ბევრ რამეს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ვინ ვართ. ჩვენი მოტივები გულში გვაქვს და იშვიათად ვამხელთ სხვებთან. მაგრამ თუკი ვივარჯიშებთ იმის ხელოვნებაში, თუ რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ჩვენი მოტივები რაღაც დოზით ხელს გვიშლიდეს ნამდვილი ჩანაფიქრის განხორციელებაში.

მაგალითად, ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც ახალ სფეროსთან ურთიერთობით სასურველ შედეგს ვერ ვიღებდი. ჩიკაგოში მოდის სფეროს წარმომადგენლებთან გაცნობას ვიწყებდი და დღეში რამდენიმე ღონისძიებაზე დავდიოდი. ეს ძალიან მღლიდა. შემდეგ კი გავჩერდი და საკუთარი თავის ვკითხე: რატომ ვაკეთებ ამას? ჩემმა პასუხმა რაღაც შეცვალა ჩემში. სიმართლე კი, რომელიც მეგონა, რომ კარგად არ ვიცოდი, იყო – მოდის სამყაროში არავინ ვიყავი. ვცხოვრობდი იმ სამყაროსთვის, რომელიც, ნაწილობრივ, ჩემს გონებაში მქონდა შექმნილი.

ვგრძნობდი, საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტად გამომეჩინა თავი, რომ ამ "სამყაროში" წინ წავსულიყავი. ვწურავდი საკუთარ თავს და ახლობლებს ვაწუხებდი იმ მოტივით, მოდის მოყვარულად გამოვჩენილიყავი. ვუსმენდი ხმას, რომელიც მეუბნებოდა, რომ არავინ ვიყავი. ჩემმა მოტივმა დამანახა, რომ ჩემს დიზაინს რეალურად არ ვაკონტროლებდი. ვცდილობდი, ისეთი ადამიანი გამოვჩენილიყავი, როგორიც არ ვიყავი (ჩემი ყურადღება მყარი ურთიერთობების ავთენტურად დამყარებაზე გადავიტანე). ურთიერთობები საზღვრებით, რომლებსაც მე ვსაზღვრავ. დაუსვით კითხვები თქვენს მოტივებს და გულწრფელად უპასუხეთ. პასუხის გაცემას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. მაგრამ როგორც კი კითხვებს უპასუხებთ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლოა უფრო გასაგები გახდეს.

3. ივარჯიშეთ დადებითის ხმამაღლა თქმაში: დიახ, ხმამაღლა უთხარით მსოფლიოს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესი სიცარიელეში იზრდება – ეს ხომ შეუძლებელია! თქვენი ბიზნესი გაიზარდა და განვითარდა, რადგან თქვენ ისაუბრეთ მის დიზაინზე, გაუზიარეთ თქვენი იდეები და მოუთმენლად ელოდით ყველაფერს, რასაც თქვენი წამოწყება სთავაზობდა მსოფლიოს. ახლა, როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, რამდენად ხშირად ვამბობთ რაღაცებს ჩვენს თავში (ზოგიერთ კარგს, მაგრამ ძირითადად ცუდს)? გამოდით საკუთარი თავიდან. იპოვეთ ის, რაც მოგწონთ საკუთარ თავში და ხმამაღლა თქვით. შექმენით შინაგანი თვითშეფასების პრეზენტაცია, რომლის გამეორებაც სასიამოვნო იქნება.

პრაქტიკული მაგალითისთვის, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ სარკეში თვითშეფასების ასამაღლებელი ფრაზების ან რეზიუმეში არსებული აზრების გამეორებას, სცადეთ ყველაფერი ხმამაღლა თქვათ ისე, თითქოს ახალ ადამიანს საკუთარი სახელით ესაუბრებით. სცადეთ თქვათ მსგავსი რამ: "დეანა თავდაჯერებულია და ცხოვრებაში ნამდვილად მაღალ სტანდარტებს იცავს. შეგიძლიათ ენდოთ მას, რადგან ის საკმაოდ გულწრფელი ადამიანია".

შეადარეთ საკუთარ თავთან დიალოგის ეს ტიპი შემდეგს: "მე მაქვს კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი გამოცდილება და დავეხმარე კომპანიებს შიდა პრობლემების მოგვარებაში. მაქვს შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები. მე ვარ კეთილი, საყვარელი და ვიმსახურებ ასეთ ცხოვრებას!" ეს ძალიან ზოგადია (არ მინდა, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ, თუ მსგავსი დიალოგები გაქვთ საკუთარ თავთან). თუ შეძელით პირველი და მეორე ნაბიჯების წარმატებით გავლა, შეძლებთ გულწრფელად და ჭეშმარიტად ისაუბროთ თქვენს შინაგან დიზაინზე. თქვენ შეძლებთ ისაუბროთ რეალური ადგილიდან – ადგილიდან, რომელიც გიყვართ.

თქვენი შინაგანი დიზაინის ძალა

ეს არის ძალა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეხვიდეთ საქმიან შეხვედრაზე, გასაუბრებაზე, გამართოთ პოტენციურ კლიენტთან სატელეფონო დ ან/და თავდაჯერებული იყოთ - იცოდეთ ვინ ხართ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სხვები. თქვენ შეგიძლიათ იყოთ დიდი თევზი; შეგიძლიათ იყოთ ტბორი. შეგიძლიათ იყოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენ შექმენით. ჩემს მეგობართან საუბრის საფუძველზე, იმ ადამიანსაც კი, ვინც გრძნობს, რომ იდენტობის გრძნობა დაკარგა, მაინც შეუძლია შექმნას ის, ვინც სურს იყოს. ამას თხრობა გარკვეული მიზეზების გამო ჰქვია – შენ ჰყვები საკუთარ ისტორიას.

ძლიერი ცნობიერების მდგომარეობაში ყოფნა არის მთავარი ენერგიის წყარო, რომელმაც ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები წარმატებამდე მიიყვანა. ეს იგივე ძალაა, რაზეც თქვენც გაქვთ წვდომა. ეს კი იწყება თქვენი გააზრებული დიზაინით. როგორც მეწარმეებს, ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ, ვიხეტიალოთ ბიზნესში – ჩვენც გადაგვივლიან. პირადად მე არცერთი თქვენგანისთვის არ მინდა ეს. მსურს, რომ ყველამ თქვენი ცხოვრების დიზაინის საუკეთესოდ გამოყენება შეძლოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს დიზაინს შესაძლოა გარკვეული განახლება და გაუმჯობესება დასჭირდეს. სანამ ამ ცვლილებებზე კონტროლს შეინარჩუნებთ, თავს აღარ დაკარგავთ.

როგორ დიზაინს შეუქმნით თქვენს შინაგან "მეს"? ან როგორ მოგწონთ თქვენი ამჟამინდელი დიზაინი?

DeAnna Spoerl

BIZ Experiences Leadership Network® Contributor

Director of Client Services

DeAnna Spoerl, co-owner and Director of Client Services at Bear Icebox Communications, & Chopra-certified meditation teacher, is a growth-oriented business professional providing mindful strategies that bring results for national and international brands.