რატომ არის ინვენტარიზაცია საჭირო ბიზნესისთვის ინვენტარიზაცია წარმოადენს კომპანიაში არსებული მარაგების ფიზიკურ აღწერას და ბუღალტერულ მონაცმებეთან შედარებას
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
ორგანიზაციაში აქტივების ზუსტი აღრიცხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრულყოფილი ფინანსური სურათის ობიექტურად წარმოსადგენად. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ასევე ძირითადი საშუალებების ბუღალტრული ნაშთები არ ემთხვევა ფაქტობრივ მოცემულობას. აღურიცხავი მარაგი, არასწორად შეფასებული ქონება, ე.წ. "ჩაწოლილი" და ჭარბი საქონელი - ეს ის ტერმინებია, რომელიც ბიზნესის მფლობელებისა თუ ადმინისტრატორებისთვის კარგად ნაცნობ და ხშირად პრობლემატურ საკითხებთან ასოცირდება, რაც თავის მხრივ, პოტენციურად იწვევს ფინანსურ ან/და საგადასახადო რისკებს, ხარვეზებს საოპერაციო პროცესებში, მაღალ დანაკარგებს, შემცირებულ მომგებიანობას და ა.შ.
ზემოთხსენებული შეუსაბამობების იდენტიფიცირებისა და მოსალოდნელი რისკების პრევენციის მიზნით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, ბიზნესის სპეციფიკასთან შესაბამისი ინტენსივობით ინვენტარიზაციის ჩატარება.
ინვენტარიზაცია წარმოადენს კომპანიაში არსებული მარაგების ფიზიკურ აღწერას და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებას. ინვენტარიზაცია მოიცავს:
- სასაქონლო მატერიალური მარაგების სრულ ან ნაწილობრივ ინვენტარიზაციას
- ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციასა და შეფასებას
- მიღებული შედეგების ანალიზს და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას
რატომ და როდის არის ინვენტარიზაცია საჭირო?
ინვენტარიზაცია შესაძლოა სხვადასხვა მიზნობრიობით ჩატარდეს, მათ შორის:
- მარაგებში/ძირითად საშუალებებში შეუსაბამობების იდენტიფიცირებისთვის - როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდება ბუღალტრული ჩანაწერებისგან
- აქტივების ფაქტობრივი რაოდენობის დასადგენად
- ზუსტი მონაცემების საჭიროებისას ქონების ყიდვა / გაყიდვა / გაქირავების ოპერაციების დროს
- სასაქონლო მატერიალურ მარაგებსა და ძირითად საშუალებებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ცვლილებისას
- დანაკლისების / ზედმეტობების აღმოჩენისას
- კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში
- ფინანსური აუდიტის მიზნებისთვის
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2023 წლიდან მარაგების ნაშთებისა და ძირითადი საშუალებების ზუსტი აღწერა და დეკლარირება სავალდებულო გახდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა მარაგების ნაშთების შევსების გარეშე შეუძლებელია.
Loialte მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს სთავაზობს ინვეტარიზაციის მომსახურებას როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. Loialte არის პირველი აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც 2023 წლიდან ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიის მომსახურების მაღალი ხარისხი არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული.
ინვენტარიზაციის მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.