Starlink-ის ინტერნეტით BTU-ს მაღალტექნოლოგიური ლაბები ამუშავდება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

Starlink-ის ინტერნეტით BTU-ს მაღალტექნოლოგიური ლაბები ამუშავდება!

BTU-ს მაღალტექნოლოგიურ ლაბებს შორისაა:

  • ლაბორატორია 4.0
  • iOS & Android ლაბორატორია
  • AI ლაბორატორი
  • Microsoft ლაბორატორია
  • ბლოქჩეინ ლაბორატორი
  • კიბერუსაფრთხოების ლაბორატორი
  • მდგრადობის ლაბორატორია
  • განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია

აღსანიშნავია რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც 2021 წელს, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, აღნიშნულ ინტერნეტზე წვდომა მოიპოვა.

შეგახსენებთ რომ Starlink არის მსოფლიოში პირველი უმსხვილესი სატელიტური "თანავარსკვლავედი", რომელიც იყენებს დედამიწის დაბალ ორბიტას ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებისთვის და აწვდის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში.

Starlink-ი თანამგზავრების დიდი ჯგუფია, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტს. მათი მიზანია, აღნიშნული სიახლით უზრუნველყონ მაღალი სიჩქარის და დაბალი შეყოვნების ინტერნეტკავშირი დედამიწის ისეთი ადგილებისთვისაც, სადაც აქამდე ინტერნეტის მიწოდება დიდი პრობლემა იყო.

სატელიტური ინტერნეტის გარშემო ცნობიერების გაზრდა მნიშვნელოვანია ციფრული უთანასწორობის შემცირების, გლობალური დაფარვის უზრუნველყოფის, ტელემედიცინასთან წვდომისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფის და სხვა მრავალი ციფრული ოპერაციის ეფექტურად შესრულების გამო.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა