როგორ მოვამზადოთ სწორად საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის დაწერა ბევრ ქართულ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებისთვის სავალდებულო კომპონენტია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ნაშრომი, სადაც სტუდენტი თავის სპეციალობასთან დაკავშირებულ თემაზე დამოუკიდებელ კვლევას ახორციელებს.

ამ პროცესში ის, ფაქტობრივად, ამტკიცებს, რომ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება წარმატებით აითვისა. რაც შეეხება საკვლევი თემის შერჩევას, პრაქტიკა სხვადასხვაგვარია: ზოგჯერ სტუდენტს სრული თავისუფლება აქვს, თავად შეარჩიოს მისთვის საინტერესო საკითხი, ზოგჯერ კი თემების ჩამონათვალს პირდაპირ ლექტორი სთავაზობს.

ნაშრომის დასრულების შემდეგ კი პროცესი არ სრულდება, რადგან სტუდენტმა ის არაერთგზის უნდა გაასწოროს და შემდეგ სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე უნდა დაიცვას. ეს დაცვა, როგორც წესი, პრეზენტაციის ფორმატით მიმდინარეობს, სადაც სტუდენტი კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს, რათა საბოლოოდ დაადასტუროს საკუთარი კომპეტენცია.

"სწორედ აქ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც სტუდენტები ხშირად მოგვმართავენ დახმარებისთვის ჩვენ, "შთაგონებას". სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტს არ აწვდის დეტალურ ინფორმაციას, თუ ზოგადად რა ეტაპებისგან შედგება ნაშრომზე მუშაობის პროცესი. შესაბამისად, ახალგაზრდები ხშირად დაბნეულები არიან და არ იციან რით დაიწყონ, რაც მათთვის, ბუნებრივია, დიდ სტრესს წარმოადგენს.

სანამ ტექნიკურ დეტალებზე გადავალთ, ჩვენი პირველი და მთავარი რჩევა სრულ ფოკუსირებასა და პროცესის სწორად დაგეგმვას ეხება. ხშირად სტუდენტები დიდ შეცდომას უშვებენ, როცა ნაშრომს ნაწილ-ნაწილ წერენ – მაგალითად, სამსახურში შესვენებაზე, მეგობრებთან ერთად ყოფნისას ან გვიან ღამით, როცა უკვე გადაღლილები არიან. ასეთ დროს ყურადღება იფანტება და ბოლოს ამ დაწერილი ფრაგმენტების ერთმანეთთან დაკავშირება და ერთიან ტექსტად ქცევა ძალიან რთულდება. ამიტომ, უმჯობესია, გამოყოთ დრო, როდესაც მთლიანად ნაშრომზე იქნებით კონცენტრირებული.

ამის შემდეგ, აუცილებლად გაეცანით თქვენი უნივერსიტეტის სტანდარტებს. წინასწარ ნახეთ, ზუსტად რა სტრუქტურას ითხოვენ, რომელი კომპონენტის შემდეგ რა უნდა ეწეროს და როგორია ფორმატირების წესები. ეს დაგეხმარებათ, თავიდანვე მწყობრად დაიწყოთ მუშაობა და ყოველთვის იცოდეთ, სად გაჩერდით და რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი. მოკლედ, სრული ფოკუსირება და ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა არის ის ორი მთავარი რამ, რაც პროცესს ბევრად გაგიმარტივებთ", – "შთაგონების" თანადამფუძნებელი.

როგორ "შთაგონებაში" აღნიშნავენ, ნაშრომის დაწერის ერთიანი წესი არ არსებობს, რადგან ყველა უნივერსიტეტს თავისი მიდგომა აქვს. ზოგან სტუდენტი ნაშრომს ნაწილ-ნაწილ აბარებს და შუალედურ ქულებს იღებს. უფრო ხშირად კი, სემესტრის დასაწყისში ირჩევს ხელმძღვანელს და მისი მითითებებით მუშაობს ბოლომდე.

"რაც შეეხება სტანდარტებს, დიახ, უნივერსიტეტებს აქვთ გაწერილი წესები, მაგრამ მთავარი პრობლემაც სწორედ აქ იწყება. ხშირად ლექტორები ან კომისიის წევრები ამ წესებს უგულებელყოფენ და სტუდენტს სრულიად ახალ, მოულოდნელ მოთხოვნებს უყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, სტუდენტს ძალიან აბნევს და სტრესავს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ სტუდენტს ვეხმარებით, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენ სტუდენტთან ერთად ვართ ბოლომდე და ვასწორებთ ნაშრომს მანამ, სანამ ის ყველა, მათ შორის მოულოდნელ, მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და წარმატებით არ გავა დაცვაზე".

კვლევის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის, რეკომენდებულია, სტუდენტმა რამდენიმე ლოგიკური ეტაპი გაიაროს. პირველ რიგში, აუცილებელია მან ზედმიწევნით შეისწავლოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ნაშრომის სტრუქტურა და ტექნიკური მოთხოვნები. ამის შემდეგ, სასურველია, შეიქმნას ძირითადი ნაწილის, ანუ თეორიული თავების, პირველადი სტრუქტურა. ეს ეხმარება სტუდენტს, წინასწარ განსაზღვროს, რა საკითხებს განიხილავს და, შესაბამისად, რა მიმართულებით მოიძიოს სამეცნიერო ლიტერატურა. პარალელურად, უნდა ჩამოყალიბდეს კვლევის მეთოდოლოგიაზე, ანუ გადაწყვიტოს, როგორ ჩაატარებს ემპირიულ კვლევას, თუკი ნაშრომი ამას ითვალისწინებს. კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ გაეცანით ჩვენს დეტალურ გაიდს.

ლიტერატურის მოძიებისა და ანალიზის საფუძველზე, სტუდენტი იწყებს ძირითადი ნაწილის წერას, სადაც საკუთარ ანალიზსა და მოძიებულ მასალას ერთმანეთს უკავშირებს. ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ ძალიან ეფექტური რჩევაა, რომ შესავალი ნაწილი სწორედ ძირითადი ტექსტისა და კვლევის შედეგების დაწერის შემდეგ მომზადდეს. როდესაც უკვე ნათელია კვლევის საბოლოო შედეგები, ბევრად მარტივია კვლევის მიზნებისა და ამოცანების ზუსტად და არგუმენტირებულად ფორმულირება.

"სიმართლე რომ გითხრათ, შემთხვევების დიდ ნაწილში სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ნაშრომის წერისას, ფაქტობრივად, არ ეხმარება. შესაძლოა, მათ ამ საკითხზე რაღაც საგანი სამი წლის წინ ჰქონდათ გავლილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ცოდნა უკვე აღარ არის რელევანტური. სტუდენტებს არ აქვთ პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაწერონ კვლევის მიზანი, ჰიპოთეზა, ან როგორ გააანალიზონ ლიტერატურა – კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტი ამ დროს, ფაქტობრივად, მარტო რჩება Google-ისა და "შთაგონების" იმედად. ჩვენი არსებობის 7 წლის განმავლობაში უკვე ბევრ სტუდენტს დავეხმარეთ ნაშრომის დაწერაში და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს სტრესული პროცესი შევუმსუბუქოთ".

ნაშრომის ინდივიდუალურობა და ხარისხი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი დახმარებითა და კონსულტაციით არის მომზადებული, სტუდენტის როლი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ხდება. მან ნაშრომი დეტალურად უნდა შეისწავლოს, სრულად გაითავისოს მისი ყველა კომპონენტი – დაწყებული კვლევის მეთოდოლოგიით, დასრულებული ანალიზითა და დასკვნებით და მხოლოდ ამის შემდეგ წარდგეს კომისიის წინაშე.

"ცხადია, ამ მოსამზადებელ პროცესში ჩვენ სტუდენტს მარტო არ ვტოვებთ. პირიქით, მოვუწოდებთ, დაგვისვას ნებისმიერი კითხვა, რომელიც მასალის გააზრებისას გაუჩნდება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ამომწურავი პასუხებით დავეხმაროთ, რათა მან ნაშრომი სრულყოფილად აითვისოს და დაცვაზე თავი თავდაჯერებულად იგრძნოს.

ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ სტუდენტები არ დაისტრესონ და ამ პროცესს მშვიდად მიუდგნენ. თუ ნაშრომს ეტაპობრივად, საკმარის დროს და ყურადღებას დაუთმობენ, ამ გამოწვევას აუცილებლად გაუმკლავდებიან.

თუმცა, თუ სამსახურის, ოჯახური პასუხისმგებლობების ან თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაშრომზე მუშაობას ვერ ახერხებენ, მინდა იცოდნენ, რომ "შთაგონება" ყოველთვის მზად არის დასახმარებლად. ამისთვის ჩვენთან დაკავშირება და ერთი მესიჯის გამოგზავნაც კი საკმარისია".

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს