Queen's Residence და Serenade by Tempo-ს აპარტამენტების შეძენა უკვე შესაძლებელია კრიპტოვალუტით თანამედროვე, უსაფრთხო და მომგებიანი გზა

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ბოლო წლებში კრიპტოვალუტას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. დღეს ამ გზით აპარტამენტის შეძენა რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს საქართველოში - ლეგალურად და წესების სრული დაცვით.

WhiteBIT-თან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია Tempo გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს, რომელიც კრიპტომომხმარებლებს აძლევს საშუალებას შეიძინონ უძრავი ქონება უსაფრთხო, გამარტივებული და სამართლებრივი გზით.

საქართველოში კრიპროვალუტით უძრავი ქონების შეძენის უპირატესობებზე და შესაძლებლობებზე ტემპოს გაყიდვების ხელმძღვანელს - ნანა ქიქავას ვესაუბრეთ.

რატომ ღირს უძრავი ქონების შეძენა კრიპტოვალუტით საქართველოში?

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი დინამიკურად ვითარდება. ინვესტორებისთვის გარემო ხელსაყრელია - დაბალი გადასახადები, მარტივი რეგულაციები და მოქნილი ბიზნესგარემო, რომლებიც ქმნიან ოპტიმალურ პირობებს როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის.

Tempo-ს პროექტში აპარტამენტის შეძენა ნიშნავს გონივრულ ინვესტიციას: უძრავი ქონება, რომელიც წლიურად 8-15%-მდე პასიურ შემოსავალს მოგცემთ, უკვე დადასტურებული ბიზნესმოდელით, მინიმალური ჩართულობითა და მაღალი სტაბილურობით.
ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვინც ეძებს ახალ გზას კაპიტალის მართვისა და დივერსიფიკაციისთვის თანამედროვე, დაცულ და ფინანსურად გამართულ ფორმატში.

რატომ შევარჩიეთ WhiteBIT პარტნიორად?

WhiteBIT - ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო ბირჟაა ევროპაში, რომელსაც 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს არის პირველი გლობალური კრიპტო ბირჟა, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ოფიციალურად ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ როგორც ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP).

ბირჟა თანამშრომლობს ისეთი საერთაშორისო მასშტაბის ბრენდებთან, როგორიცაა ბარსელონა, იუვენტუსი, ტრაბზონსპორი, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები და FACEIT, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სანდოობასა და რეპუტაციას.

რომელი პროექტების აპარტამენტების შეძენას შეძლებენ მომხმარებლები კრიპტოვალუტით?

მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ Queen's Residence და Serenade by Tempo-ს აპარტამენტების შეძენა კრიპტოვალუტით.

Queen's Residence - პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ორი 16 სართულიანი A და B ბლოკებისგან შედგება, ხოლო მშენებლობა დასრულდება 2026 წლის დეკემბერს. Serenade by Tempo - გამორჩეულია არქიტექტურით - ბუნებრივი მწვანე ფასადით და ინფინიტი აუზით, დასრულდება 2028 წელს.

ორივე პროექტი მდებარეობს ბათუმის ახალ ბულვარში - პერსპექტიულ უბანში, რომელიც აერთიანებს ბუნებას, ზღვის პარონამულ ხედებს, არქიტექტურას, სრულყოფილ ინფრასტრუქტურასა და მაღალი ხარისხის მშენებლობას.

Tempo-ს პროექტების კრიპტოვალუტით შეძენა დღეიდან უკვე შესაძლებელია, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის. დღეს უკვე არსებობს უსაფრთხო გზა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები და სანდო პარტნიორობა უზრუნველყოფს.

დაგვიკავშირდი: +995 557 40 55 55
ან დატოვე მოთხოვნა: www.tempoholding.ge