Noxtton – მილიონობით მონაცემზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგის პროექტების მართვა
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
Noxtton-ს, როგორც საერთაშორისო ტექნოლოგიურ და საკონსულტაციო ორგანიზაციას, მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული პროექტების მიმართულებით დიდი პორტფოლიო აქვს. როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე მომხმარებელს დღეში ერთხელ მაინც ხვდება Noxtton-ის გუნდის მიერ გენერირებული რეკლამა.
ორგანიზაციამ 2019 წლიდან პირველი პრეცედენტი შექმნა ტექნიკური ედვერთაიზინგის, როგორც ინდივიდუალური სერვისის ბაზარზე იმპლემენტაციის კუთხით, სადაც მთავარ მოდელს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ბიზნესპროცესებთან სინერგია წარმოადგენს.
დღეს უკვე გამოცდილება აერთიანებს რეგიონში ყველაზე დიდი ციფრული მარკეტინგის პროექტების მართვას, 1000-ზე მეტ ბრენდთან პარტნიორობასა და მილიონობით მონაცემების მენეჯმენტს.
"პორტფოლიოდან ყველაზე დიდი სქოუფის და გამოცდილების კუთხით, მინდა გამოვყო ჰოსფითალითის – სტუმარმასპინძლობის პროექტები, სადაც ზუსტად შეგვიძლია დავინახოთ თითოეული რეკლამიდან მიღებული შედეგი, რომელიც პირდაპირ შემოსავალში გენერირდება", – ამბობს Noxtton-ის Senior Account Manager, ანნა თვარაძე.
ანნა აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროექტებზე კონკრეტული კვარტალის განმავლობაში მილიონზე მეტი დოლარიც კი არის დახარჯული ედვერთაიზინგ კამპანიებში. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ბრენდისთვის ROAS, შესაძლოა სამჯერ ან ოთხჯერ მეტიც კი იყოს.
"Noxtton-ში მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ პროექტებს მართავს პროფესიონალი გუნდი, რომელიც თითოეულ კამპანიას ქმნის, აანალიზებს ინდივიდუალურად და, რაც მთავარია, ახდენს საჭირო მონაცემების გენერირებას, რაც გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
გუნდის წევრები ჩართული არიან სტრატეგიის დელეგირების, ფინანსური მენეჯმენტის, რეპორტინგის, თითოეული იუზერის სენტიმენტის ანალიზის მიმართულებითაც კი, რაც ძალიან დეტალურ და გამჭვირვალე სურათს აძლევს ბრენდს.
"მე, როგორც ექაუნთ მენეჯერი, უზრუნველვყოფ მთლიანი პროექტის სისტემის ფორმირებას, ყოველდღიურ განხორციელებას, ანალიზსა და ბრენდთან მჭიდრო კომუნიკაციას.
ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა პროექტის ნებისმიერ დეტალზე ორიენტირებულობა, რომ საბოლოო შედეგი მიმართული იყოს არა მხოლოდ კონკრეტული კამპანიის შექმნაზე, არამედ ბრენდისთვის დიდი წარმატების მოტანაზე, რისი ძალიან ბევრი ქეისიც გვაქვს პორტფოლიოში", – ამბობს ანნა თვარაძე.
მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგზე საუბრისას, Noxtton-ის სენიორ ექაუნთ მენეჯერი ამბობს, რომ ასეთ პროექტზე მუშაობისას აუცილებელია იმის გააზრება, რომ ნებისმიერი ერთი შედეგიც კი შესაძლოა სტრატეგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და მომხმარებლის ერთი ინტერაქციის ანალიზი კამპანიის მთავარ ხელსაწყოდ იქცეს.
"გარდა ამისა, ამ ტიპის მარკეტინგი დამოკიდებულია არა აბსტრაქტულ იდეებზე, არამედ კონკრეტულ მონაცემებზე, რადგან ყველა შედეგის დეტალური ანალიზი ხდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი სამუშაო მოდელი არის ყველაზე ეფექტური და გვაძლევს საშუალებას, კონკრეტული საჭიროებები მალევე ამოვიცნოთ – კამპანიის მიმდინარეობის დროსაც კი", - ამბობს ანნა.
Silk Hospitality-ს და Noxtton-ის პარტნიორობაზე
ანნა თვარაძე აღნიშნავს, რომ Noxtton-სა და Silk Hospitality-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გრძელვადიანი პარტნიორობა აკავშირებთ. Silk Hospitality საქართველოში წამყვან ბრენდებს, სასტუმროებს, მსოფლიოში ცნობილ რესტორნებსა და დასასვენებელ ობიექტებს აერთიანებს.
"4 წელზე მეტია რაც ვთანამშრომლობთ და ამ დროის განმავლობაში შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეცედენტი ჰოსფითალითი სექტორის მარკეტინგული პროექტების მენეჯმენტის კუთხით.
დღეს უკვე მივედით იმ ეტაპამდე, რომ Silk Hospitality-ს ბრენდის ქვეშ არსებული ნებისმიერი ობიექტისთვის კამპანიის გათიშვამაც კი შეიძლება მოგვიწიოს ნახევარ თაიმლაინში, რადგან ყველა ადგილი დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიჯავშნოს.
მომხმარებლების იმდენად დიდი ინტერესი გენერირდება რეკლამებზე, რომ სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს ან ძალიან მალე იყიდება სხვადასხვა ივენთის ბილეთები. ასეთი ბევრი ქეისი გვქონია თანამშრომლობის ფარგლებში.ერთობლივი ეფექტური სამუშაო მოდელის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი კონტრიბუცია Silk Hospitality-ს გუნდს აქვს, ბრენდის მხრიდან ყოველთვის განსაზღვრულია კონკრეტული კამპანიის მიზანი, რასაც ჩვენ შემდგომ მონაცემებსა და შედეგებში ვთარგმნით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეფექტური ციფრული მარკეტინგის კამპანიების ციკლის მთავარი ნაწილი ტესტირება და რეკომენდაციების იმპლემენტაციაა, რასაც მაქსიმალურად გუნდურად ვახდენთ.
დღეს Silk Hospitality-ს ქვეშ გაერთიანებული თითოეული ბრენდის პოზიციონირება არის მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის წარმატებული ქეისი როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე", – აღნიშნავს ანნა.
"მონაცემებზე დაფუძნებული მოდელის დახმარებით პირდაპირ შეგვიძლია გავაანალიზოთ, თუ რა უფრო საინტერესოა მათი მომხმარებლისთვის – რომელი შეთავაზება, რომელი ღონისძიება, თუ კონკრეტულად რომელი ობიექტი უფრო პოპულარულია", – ამბობს Noxtton-ის სენიორ ექაუნთ მენეჯერი.
Silk Hospitality-სა და The Leading Hotels of the World-ის თანამშრომლობით თბილისში რამდენიმე დღის წინ ახალი სასტუმრო - The Telegraph Hotel გაიხსნა.
სასტუმროს გახსნამდე Telegraph-ის გუნდთან ერთად დეტალური სტრატეგია შევიმუშავეთ ყველა სადისტრიბუციო არხისთვის. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი როგორც ლოკალური, ასევე გლობალური ჰოსფითალითი ინდუსტრიისთვის.
როგორც აღვნიშნე, 4 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ Silk Hospitality-სთან და ვქმნით ყველაზე წარმატებულ პრეცედენტს ჰოსფითალითი ინდუსტრიაში მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშნველოვანი იქნება Telegraph-ის პროექტზე მუშაობა Silk Hospitality-ის გუნდთან ერთად", – აღნიშნავს ანნა.