კომპანია "ავტოტექნო" SMART business Georgia-სთან პარტნიორობით წამყვან საერთაშორისო ERP სისტემაზე გადადის

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

კომპანია "ავტოტექნო" საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს და ინდუსტრიული ტექნიკის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საიმედო ტექნიკას, ინდივიდუალურად მორგებულ სერვისს და საერთაშორისო ბრენდებზე ხელმისაწვდომობას. SINOTRUK INTERNATIONAL-ის (2016) და SHANTUI CONSTRUCTION MACHINERY-ის (2019) ექსკლუზიური წარმომადგენლობით, კომპანია "ავტოტექნო" ქართულ ბაზარზე დამკვიდრდა, როგორც მაღალი ხარისხისა და საიმედოობის გარანტი, რაც საერთაშორისო პარტნიორობისა და გამორჩეული სერვისის შედეგია.

დღეს კომპანია SMART business Georgia-სთან ერთად, სრულ ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს – Microsoft Dynamics 365 Business Central-ის პლატფორმაზე დაფუძნებული საერთაშორისო ERP სისტემა ყველა მნიშვნელოვან ბიზნეს პროცესს აერთიანებს და სრულადაა მორგებული საქართველოს კანონმდებლობაზე.

კომპანია "ავტოტექნოში" ინერგება SMART Accounting-ს, SMART WMS-სა და SMART Cash Flow-ს – გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების, საწყობისა და სერვისის პროცესების სრულ ავტომატიზაციას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომსახურების მოდული, რომელიც ეფუძნება კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას – ინდუსტრიული ტექნიკის რეალიზაციას. ახალი სისტემა საშუალებას მისცემს კომპანიას უკეთ მართოს მთლიანი მომსახურების ციკლი.

აგრეთვე დაგეგმილია WMS მოდულის იმპლემენტაცია, რაც კომპანია "ავტოტექნოს" საწყობის პროცესებში სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს – ავტომატიზირდება ყველა ძირითადი პროცესი, როგორიცაა მიღება, განთავსება, ინვენტარიზაცია, გადაზიდვა და აშ. შედეგად, ოპერაციები გახდება სწრაფი, ზუსტი და მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული.

ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, ავტოტექნოში ინერგება SMART Cash Flow- Payment Schedule, რომელიც უზრუნველყოფს გადახდების გრაფიკით მართვას როგორც გაყიდვების, ასევე შესყიდვების პროცესებში. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას წინასწარ დაგეგმოს თანხის მოძრაობა და ეფექტურად მართოს ფინანსური ნაკადები.

დაინტერესებული ხართ თქვენი ოპერაციების ოპტიმიზაციით? დაუკავშირდით SMART business Georgia-ს და გაიგეთ, როგორ გარდაქმნათ თქვენი ბიზნესი საერთაშორისო ERP სისტემის გამოყენებით.