Guide of Georgia - წამყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას უწევს

By ანო ტვილდიანი

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

Guide of Georgia LLC-ის მიზანია ტურიზმის სფეროში მომსახურების გაუმჯობესება, საქართველოს შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს გარშემო.

კომპანიას ჰყავს პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ტურისტების უსაფრთხო და საინტერესო მოგზაურობას უზრუნველყოფენ. Guide of Georgia-ს მიერ ორგანიზებული ტურისტული პაკეტები თითოეულ ტურში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ხელს უწყობს, რაც ტურისტებს ავთენტურ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ქვეყანას კი ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაში ეხმარება", - ეკატერინე ჯიქიძე, Guide of Georgia LLC-ის მფლობელი და დირექტორი.

Guide of Georgia LLC-ის მიზანია ისეთი ახალი გამოცდილების შეთავაზება, რომელიც შექმნის ღრმა და განსაკუთრებულ ურთიერთობებს ტურისტებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის.

Guide of Georgia LLC-ის იდეა ემსახურება არა მხოლოდ კომერციულ მიზნებს, არამედ ტურიზმის სფეროში ახალი ინოვაციური და მდგრადი მიდგომების განხორციელებას, რაც საქართველოს ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას ამრავალფეროვნებს. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას ხელს უწყობს და უფრო მდგრად და მოგებიან ტურისტულ გამოცდილებას ქმნის.

"2016 წლისთვის საქართველოს ტურიზმი სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრული მარკეტინგული პოზიციონირება, და არც ისეთი განვითარებული ინფრასტრუქტურა, როგორიც დღეს არსებობს. ამ პერიოდში ტურიზმში ბევრი გამოწვევა იყო. კომპანიის დაფუძნება ნიშნავდა, რომ ბაზარზე ინოვაცია და გამორჩეული მომსახურება უნდა შემოგვეტანა.

2016 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია შედარებით სტაბილური იყო, თუმცა ეკონომიკურმა კრიზისებმა რეგიონში გარკვეული სირთულეები მაინც გამოავლინა. ეს ფაქტორი ბიზნესის დაწყებას კიდევ უფრო ამძიმებდა, რადგან დაგეგმილი ინვესტიციები და მოგება უფრო სარისკო იყო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მოხმარებლის ნდობის მოპოვება იყო. როდესაც დამწყები ხარ, რთულია, დაარწმუნო ადამიანი, რომ გენდოს. თუმცა სწორი მიდგომით, დაგეგმილი მარკეტინგული ნაბიჯებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით, ჩვენ ბაზარზე სწორი პოზიციონირება შევძელით.

დღეს უკვე ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესი არის ჩვენი უცვლელი პარტნიორი და Guide of Georgia-ს სერვისების ერთგული მომხმარებელი".

ეკატერინე ფიქრობს, რომ ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია ახალი იდეების განხორციელებისა და რისკის საკუთარ თავზე აღების. ანტრეპრენერი ცდილობს, შექმნას კომპანიის მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი და წარმატებული იქნება. იგი ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

ანტრეპრენერი არ ზრუნავს მხოლოდ ბიზნესის ზრდაზე, არამედ ცდილობს საკუთარი უნარებისა და ცოდნის გაძლიერებასაც. ეს ზრდა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ დონეზე მნიშვნელოვანია მისთვის.

"კომპანიის დაარსების დღიდან არასდროს დამიკარგავს მოტივაცია და ყოველთვის სიხარულით ველოდები შემდეგ დღეს, რომ რაღაც ახალი ვისწავლო და ახალი გამოცდილება შევიძინო.

მომხმარებელთა კმაყოფილება, ჩემი გუნდის წევრების წარმატება, ახალი შესაძლებლობები და ინოვაციები, ტურიზმის სექტორში დადებითი ცვლილებების მიღწევა და სხვა ადამიანების შთაგონება ყველაზე დიდ ინსპირაციას მმატებს.

წელს პირველად ვიყავით ინდოეთში, ქ. მუმბაიში ტურისტულ გამოფენაზე, რომელიც წამყვანი ტურისტული ბაზრობაა აზიაში. ჩვენ ვმონაწილეობდით ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად და აქტიურად ვმუშაობთ ტურისტების მოზიდვაზე.

ასევე, მოვხვდით იმ მცირე რაოდენობის კომპანიათა სიაში, რომლებიც საქართველოს შანხაიში, ჩინეთში, ITB China ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მოლოდინი გვაქვს, რომ დიდი გამოხმაურება იქნება და მათთვის სრულყოფილი სერვისების შეთავაზებისთვის ვემზადებით.

ველოდებით დატვირთულ ზაფხულის სეზონს და შემდეგი ვიზიტი აშშ-ში - ნიუ-იორკისა და ლას-ვეგასის ტურისტულ გამოფენებზე იგეგმება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია