Globalize-ის მორიგი კონფერენცია სილიკონის ველზე, Google Campus-ში ჩატარდება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. 27 ოქტომბერს, სილიკონის ველზე გლობალაიზის მორიგ კონფერენციას Google Cloud Campus უმასპინძლებს.

Globalize ქართულ სტარტაპებს გლობალურ აუდიტორიას კიდევ ერთხელ წარუდგენს. 10 წამყვან სტარტაპს ღონისძიებაზე ფიჩინგის შესაძლებლობა ექნება, რომელსაც სილიკონ ველის ინვესტორები, ადგილობრივი ტექ ქომუნითის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და ტექ მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სტარტაპების წარდგენამდე, კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი გაუზიარებს გამოცდილებას დამსწრე აუდიტორიას, მსხვილი ვენჩურული ფონდები, ენჯელ ინვესტორები, აქსელერატორები თუ ტექ კომპანიების წარმომადგენლები, ისაუბრებენ განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციის შესაძლებლობებსა და ტრენდებზე, ტექ ეკოსისტემების კოლაბორაციასა და სტარტაპების სწრაფი ზრდის სტრატეგიებზე.

"გასული წლების განმავლობაში, ქართულმა სტარტაპ ეკოსისტემამ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა რიგი მიმართულებებით. დღეს სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა, საერთაშორისო ინვესტორების წინაშე აქტიურად წარსდგნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუყაროთ თავი და ერთ სივრცეში დავახვედროთ ყველა საჭირო რესურსი, რაც მათ სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს" - ამბობს სალომე კუკავა, "Globalize"-ის დამფუძნებელი.

კონფერენციამდე ორი დღით ადრე, სტარტაპებისთვის დაგეგმილია მენტორშიფ სესიები, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე მენტორები სხვადასხვა თემებზე გაუზიარებენ გამოცდილებას და მოამზადებენ კონფერენციაზე წარდგენისთვის.

"სტარტაპისთვის, კარგი იდეისა და გუნდის გარდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცნობადობა საზღვრებს გარეთ, სწორედ აქ ვხედავთ გლობალაიზის უდიდეს როლს - გააცნოს და ინვესტორების სინათლეზე გამოიტანოს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა. ჩვენი პირადი გამოცდილებით, გლობალაიზის ყოველი ჩატარებული ივენთის შემდეგ, ძალიან საჭირო კონტაქტები დავამყარეთ და დიდი დაინტერესება მივიღეთ ინვესტორების მხრიდან, ამიტომ, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვიღებთ მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებაში" - აცხადებს " Agronnect"-ის დამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა, რომელიც ერთ-ერთია იმ სტარტაპებს შორის, რომელიც 27 ოქტომბერს, ინვესტორების წინაშე წარადგენს საკუთარ იდეას.

Globalize Silicon Valley Conference-ის მხარდამჭერები არიან: თეგეტა ჰოლდინგი, USAID, ლიბერთი ბანკი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, UNWomen და სხვა არაერთი პარტნიორი.

საინფორმაციო მხარდაჭერა: BIZ Experiences Georgia

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს აქ

პარტნიორობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის: partnerships@globalize.ge

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი