გალფის ინიციატივით წელს კიდევ 7 ქართველი სტუდენტი ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს სწავლას

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში Gulf Georgia-ს ინიციატივით წელს კიდევ 7 ქართველი სტუდენტი ჩაერთვება Global UGRAD-ის პროგრამაში და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს სწავლას.

ნავთობკომპანია გალფის მხარდაჭერით 2022 წლიდან დღემდე 40 სტუდენტი ჩაერთო პროგრამაში და მიიღო სრული სასწავლო დაფინანსება.

გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამა (Global UGRAD) არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებს ერთსემესტრიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამის ორგანიზებას აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ამერიკის უკეთ გაცნობა და მათი ლიდერული უნარების განვითარება.


"გალფისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. 2022 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად - ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ასი საუკეთესო ქულების მქონე აბიტურიენტი იღებს გალფის სტიპენდიას. გარდა ამისა 2023 წლიდან კომპანია გალფი AmCham-ის და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია." - აცხადებენ კომპანიაში.