ვლადიმერ ზელენსკი ტიმ კუკს შეხვდა და უკრაინაში Apple-ის წარმომადგენლობის გაფართოება შესთავაზა "უკრაინა უკვე არის გლობალური IT ცენტრი"

By Aleksandre Siradze

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, Apple-ის აღმასრულებელ დირექტორთან ტიმ კუკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, როგორც გლობალური IT ცენტრი, დაინტერესებულია ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობის გაფართოებით. შეგახსენებთ, Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლობა უკრაინაში, ცოტა ხნის წინ, 2021 წლის ივნისში გაიხსნა.

"მოხარული ვარ ტიმ კუკთან შეხვედრით. იგი მართავს კომპანიას, რომელიც შთაგონების წყაროა ციფრული სამყაროს მხარდამჭერთათვის.

უკრაინა ასევე უკვე არის გლობალური IT ცენტრი.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ უკრაინაში Apple-ის წარმომადგენლობის გაფართოებით და ახალი ამბიციური ერთობლივი პროექტების განხორციელებით." - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ სან-ფრანცისკოში შეხვედრებისას,ასევე განაცხადა რომ უკრაინაში ციფრული სექტორის ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება.

Aleksandre Siradze

BIZ Experiences Staff

Journalist & Executive Director

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს