უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თიბისის ინიციატივას ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმები უერთდებიან

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

თიბისი ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმების მენეჯმენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დადგეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.

მიღებული გადაწყვეტილებით, Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 5 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 3% დახმარების ფონდში, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადაირიცხება.

ფულადი დახმარების გარდა, ციფრული პლატფორმები მომხმარებელს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესს გაუმარტივებს, რისთვისაც სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი სერვისი. თითოეული ამ მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

  • Mymarket- ს დაემატა სპეციალური განცხადების ატვირთვის ფორმა. თუ მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების ნივთების მიტანას უკრაინის საელჩოში ვერ ახერხებს, შეუძლია ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებ-გვერდზე ატვირთოს. Mymarket-ის კურიერი მას საელჩოში წაიღებს, რის შემდეგაც ნივთი სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.
  • Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფს.
  • Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის - მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება და არსებული ვითარები გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული ვადით უფასოდ დაეთმობათ უკრაინის მოქალაქეებს. ინფორმაციის ნახვა ერთ პლატფორმაზე, მარტივად იქნება შესაძლებელი.

"უკანასკნელმა დღეებმა გვაჩვენა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატვა და გვერდში დგომა. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი მეგობრების მდგომარეობის შემსუბუქებას შევძლებთ", - გიორგი ჩუმაშვილი, თიბისი ეკოსისტემების გენერალური დირექტორი.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს