თიბისი კაპიტალი: მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

თიბისი ბანკი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული. მიმოხილვაში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, ვაქცინის მხრივ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვაქცინას დაამტკიცებენ და მომდევნო წლის დასაწყისიდან ის ეტაპობრივად ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

წლევანდელი და მომდევნო წლის ტურიზმის პროგნოზები გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია მოლოდინები ექსპორტის, გზავნილებისა და იმპორტის მიმართულებით. მთლიანობაში, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი კიდევ უნდა შემცირდეს, რაშიც უფრო მეტ როლს საგარეო დაფინანსებით გაზრდილი ფისკალური სტიმული შეასრულებს. ფისკალური სტიმული მომდევნო წელსაც მნიშვნელოვანი იქნება, სანამ მე-2 კვარტლის ბოლოს და მე-3 კვარტლის დასაწყისში ტურიზმის შემოდინებები მატერიალურად არ აღდგება.

საბაზო სცენარით, რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირება მოსალოდნელია, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ასევე, მცირდება წლიური ინფლაცია, რასაც ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტი და ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნება განაპირობებს.

იხილეთ უფრო მეტი: tbccapital.ge

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"