ქართული სტარტაპი Theneo პლატფორმა Postman-თან ინტეგრირდა

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

ქართული სტარტაპი Theneo პლატფორმა Postman-თან ინტეგრირდა. შედეგად, Theneo-ს მეშვეობით API-ის სრული სასიცოცხლო ციკლის შექმნა და გამოყენება ბევრად უფრო გამარტივებული და სწრაფი იქნება.

Theneo - ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც API სექტორში მნიშვნელოვან ცვლილებებს ისახავს მიზნად. Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხარისხიანი, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად Theneo პირველი კომპანიაა, რომელიც API დოკუმენტაციის ავტომატიზაციაზე მუშაობს. API დოკუმენტაცია კორპორაციებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა პლატფორმების ეფექტური ინტეგრაციის გასამტკიცებლად.

მარია დოლიაშვილი, Theneo-ს თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორია. აღსანიშნავია, რომ Theneo-მდე მისი სამუშაო გამოცდილება არაერთ საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ გიგანტს უკავშირდებოდა, როგორებიცაა: Google, Microsoft, Facebook და ა.შ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and BIZ Experiencesship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.