Generative AI ინსტრუმენტების აქტიურ მომხმარებელთა კვლევა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

Digital Ecosystem Digest არის BTU-ს ყოველკვარტალური ელექტრონული კვლევითი ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს მიმდინარე ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ტენდენციებს საქართველოს ციფრული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (მათ შორის ელექტრონული კომერციის ბაზრები, ციფრული პლატფორმები, ფინტექ ტექნოლოგიები და ა.შ.). ანგარიშის წინა გამოცემები ხელმისაწვდომია BTU-ს ვებგვერდზე.

ამჟამად, გამოცემის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების, კერძოდ კი Generative AI-ის ინსტრუმენტების გამოყენების ტენდენციების შესახებ ადგილობრივ მომხმარებლებში. კვლევის მიზანია ერთის მხრივ მიღებულ იქნას მიგნებები (მათ შორის რაოდენობრივი მაჩვენებლები) GenAI-ის პოპულარული ფუნქციების, არსებული გამოწვევების, პირველადი შედეგების, ნდობის და უსაფრთხოების საკითხების მიმართ საქართველოში. ხოლო მეორეს მხრივ, მომზადდეს რეკომენდაციები იმ მიმართულებების შესახებ, სადაც ჯერ-ჯერობით ვერ ხდება GenAI-ის ბიზნეს საქმიანობაში ათვისება თუ ინტეგრირება.

კვლევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თვისებრივი გამოკვლევის ფორმა (კითხვარი), რომლის სამიზნე რესპოდენტები არიან ინდივიდები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანი ან პროფესიული მიზნით აქტიურად იყენებენ ისეთ GenAI ინსტრუმენტებს, როგორიცაა ChatGPT 3.5/4,0, Bard AI, Bing AI, Claude 2, Midjourney, DALL-E და ა.შ.

თითოეული აქტიური მომხმარებლის მიერ საკუთარი უნიკალური გამოცდილების გაზიარება კითხვარის შევსებით, მნიშვნელოვნად დაეხმარება კვლევით გუნდს სასარგებლო რეკომენდაციების მომზადებაში (კვლევის შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება ნოემბრის ბოლოს).

კითხვარის შევსება შესაძლებელია ბმულზე.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას