BTU საერთაშორისო კონკურსის Emerging Europe ფინალშია

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი საერათაშორისო კონკურსის Emerging Europe Awards ფინალშია. უნივერსიტეტის პროექტი ,,500 ქალი ტექში'' წარდგენილია კატეგორიაში: Future-proof Education.

აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირებული ინსტიტუციები შეფასდნენ იმ პროექტებისა და ინიციატივების ხარისხით, რომელიც ბენეფიციარებს ციფრულ ეპოქაში, უწყვეტი განათლებისა და სწავლების საუკეთესო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის პროექტებია წარდგენილი, გამარჯვებულების გამოვლენა კი ხმის მიცემით ხდება. ხმის მიცემა მარტივია და შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.

500 ქალი ტექში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მასშტაბური გადამზადების პროექტია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქალები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანი ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება, მათი დასაქმების ხელშეწყობა და საბოლოოდ, ტექნოლოგიების სფეროში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრაა.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს აღნიშნულ კონკურსში BTU-ს პროექტმა Coding School for Women ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

კონკურსი 2018 წლიდან იმართება და ევროპის წამყვან ინსტიტუციებს შორის 21 ნომინაციაში ასახელებს გამარჯვებულს.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"