ალტე უნივერსიტეტის სასკოლო სტარტაპ მარათონი დასრულდა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

"ალტე უნივერსიტეტმა" უკვე მეორედ წარმატებით დაასრულა სასკოლო სტარტაპ მარათონის პროექტი. პროექტში 120-ზე მეტი გუნდი და ჯამში 500-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრირებული 120 გუნდიდან ტრენინგების ეტაპზე 21 გუნდი გადავიდა, ხოლო ფინალურ ეტაპზე 14-მა გუნდა მიიღო მონაწილეობა.

სტარტაპ მარათონის ფინალი 16 დეკემბერს "ალტე უნივერსიტეტში" გაიმართა. მონაწილე გუნდებმა მენტორებთან ერთად დამუშავებული პრეზენტაციებით წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები ჟიურისთან. ჟიური "ალტე უნივერსიტეტისა" და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების: GITA, BIZ Experiences Georgia, TBC-ის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული.

პროექტს ტრადიციულად არც წელს ჰყოლია მხოლოდ 1 გამარჯვებული. ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი რჩეული გამოავლინა და შესაბამისი პრიზები გადასცა.

TBC ახალი თაობისთვის და TBC სტარტაპერის რჩეული გუნდი Robofarmia გახდა, რომელმაც საჩუქრად 5000 ლარი მიიღო. Robofarmia "ალტე უნივერსიტეტის" ერთ-ერთი რჩეული სტარტაპიც გახდა და უნივერსიტეტისგან დამატებითი ფულადი პრიზი მიიღო.

"ალტე უნივერსიტეტს" კიდევ 2 რჩეული გუნდი ჰყავდა: DIDOSTATY, რომლის თითოეული წევრიც "ალტე უნივერსიტეტის" სასწავლო გრანტით დაჯილდოვდა და Shieldify, რომელსაც უნივერსიტეტი ინვესტირებისთვის საჭირო პროცედურებში დაეხმარება.

BIZ Experiences Georgia-ს 2 რჩეული გუნდი ჰყავს სტარტაპი Halove და Robofarmia, რომელიც სრულ მედიამხარდაჭერას მიიღებს სტარტაპის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

GITA-ს რჩეულიც სტარტაპი DIDOSTATY გახდა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროტოტიპის დამუშავებაში და სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარება.

წელს სიახლე იყო "ალტე უნივერსიტეტის" სტუდენტური ჟიურიც, რომლის წევრმა სტუდენტებმაც საკუთარი რჩეული გუნდი გამოავლინეს და მათ საჩუქრად ბიზნესლიტერატურა გადაეცათ.

"ალტე უნივერსიტეტი" პარტნიორებთან ერთად მესამე სასკოლო სტარტაპ მარათონის ჩატარებას კი 2024 წელს გეგმავს.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"