აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

By BIZ Experiences-ის გუნდი

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

27-29 მაისს, თიბისი კონცეპტი დათო ტურაშვილთან ერთად სამეგრელოში დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ.

ტურის ფარგლებში, თქვენ აღმოაჩენთ სამეგრელოს რეგიონს, მის ისტორიასა და მემკვიდრეობას, დაათვალიერებთ ისეთ ადგილებს, როგორიც არის დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი და მონასტერი, მიურატების საზაფხულო რეზიდენცია, ნოქალაქევის მუზეუმის ტერიტორია და სხვა. ასევე, დააგემოვნებთ მეგრული სამზარეულოს უგემრიელეს და გამორჩეულ კერძებს.

მთელი ტურის განმავლობაში, დათო ტურაშვილი ადგილობრივ კოლორიტ ადამიანებთან ერთად გაგიზიარებთ უამრავ საინტერესო ამბავს და შეეცდება, რომ ეს მოგზაურობა ნამდვილ თავგადასავლად აქციოს.

თარიღი: 27-29 მაისი

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"