POSTRED Academy ფილმის ინდუსტრიის შეხვედრების სერიას იწყებს Film Industry Meetups-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

POSTRED Academy-ს ორგანიზებით საქართველოში Film Industry Meetups-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება.

19 აპრილს, 11:00 საათზე, POSTRED Academy-ს ორგანიზებით Film Industry Meetups-ის პირველი ღონისძიება ჩატარდება, რომელსაც TBC concept უმასპინძლებს. ღონისძიება დაიწყება POSTRED Academy-ის წლის გეგმების გაცნობით, ხოლო შემდგომ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე "ხელოვნების კომერციალიზაცია".

პანელური დისკუსიის მოდერატორი იქნება ბესო კაჭარავა - POSTRED დამფუძნებელი, ხოლო მონაწილეები იქნებიან: ირინა წეროძე - USAID Industry Led Skills Development Program, თათია ბიძინაშვილი - Enterprise Georgia, ლევან ლაფაჩი - Highway VFX, სოფო ბენდიაშვილი - Enkeny Films.

დასწრება თავისუფალია და მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო: https://forms.gle/qLkC4dShA5bMgtd9A

22 აპრილს კი სასტუმრო "რუმსის" Central Room-ში POSTRED Academy-ს მოწვევით გევინ ფერნანდესი, ოსკაროსანი ფილმის Dallas Buyers Club-ისა და Big Little Lies-ს ხმის დიზაინერი "Audio Post-production Masterclass" გამართავს. საქართველოში ვიზიტისას Gavin Fernandes შეხვდება ქვეყანაში, კინო ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს, გაუზიარებს გამოცდილებას, ჩაატარებს ვორქშოპსა და მასტერკლასს. POSTRED Academy კინოინდუსტრიის, როგორც სფეროს პოპულარიზაციისა და გაძლიერების მიზნით დაარსდა, სადაც ინდუსტრიაში აქტუალურ პროფესიებს, ხმის დიზაინსა & მუსიკას ფილმისთვის მიმართულებით, სფეროში წარმატებულად მოღვაწე პროფესიონალები შეასწავლიან. აკადემიამ ნოემბერში პირველი ჯგუფი მიიღო, რომლის ფარგლებშიც 12 ადამიანი 6 თვიან კურსს წარმატებით გადის, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აქედან 6 სტუდენტი უკვე POSTRED-შია დასაქმებული.

Film Industry Meetups-ის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიება არის უფასო და სრულიად არაკომერციული ხასიათის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
თიბისი, აჭარა ჯგუფი, ქ.თბილისის მერია, შემოქმედებითი საქართველო

მედია პარტნიორები:
BIZ Experiences, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფორმულა, Marketer.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"