"მუდმივად ვცდილობ საკუთარ თავში ახალი ჰობების, ინტერესების აღმოჩენას და სიამოვნებით ვიღებ იმ თავგადასავლებს, რომლებსაც ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზე მთავაზობს" – გაიცანი Upgaming-ის Senior Software დეველოპერი
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
დავით კურცხალია
28 წლის
Senior Software დეველოპერი
პროფესიული გზა – 9 წელია, რაც ციფრულ სფეროშია, ცოდნა ძირითადად დამოუკიდებლად მიიღო, ახლა არის საერთაშორისო კომპანია Upgaming-ის წამყვანი Sotware დეველოპერი
სჯერა – რომ პროფესიული ზრდისთვის თვითგანვითარება აუცილებელია
უყვარს – ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი ჰობებისა და ინტერესების აღმოჩენა, თავგადასავლები
სამუშაო ადგილი – პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming
სამსახურში მოსწონს – უშუალო ურთიერთობები, მეგობრული გარემო
Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია "Upრინდის" ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.
Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.