"ერთი ჩასვლით შეყვარება" - ბუკნარი: ლისი დეველოპმენტის ახალი საკურორტო უბნის საკომუნიკიაციო კამპანია

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ლისი დეველოპმენტი წარმოგიდგენთ ახალი საკურორტო უბნის - ბუკნარის საკომუნიკაციო კამპანიას, მთავარი გზავნილით: "ერთი ჩასვლით შეყვარება".

ბუკნარი შავი ზღვის პირველ ზოლშია განთავსებული. ადგილი გამოირჩევა უნიკალური კლიმატით, სადაც ზღვის ნოტიო ჰაერი და სუბტროპიკული ტყეების ჟანგბადი ერთმანეთს ერწყმის, რაც მას იდეალურ დასასვენებელ და საცხოვრებელ ადგილად აქცევს. პროექტის დაგეგმვის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნების დაცვასა და სუფთა გარემოს შენარჩუნებას, რაც კომპანია ლისი დეველოპმენტის 80/20 პრინციპის ფარგლებში ხორციელდება, 80% ეთმობა გამწვანებას და მხოლოდ 20%-ზე განთავსდება შენობები და დამატებითი ინფრასტრუქტურა.

სწორედ ეს გახდა კამპანიის მთავარი ინსპირაცია. სახალისო და სენტიმენტალურ ვიდეორგოლში, უტრირებულად ვხედავთ, თუ როგორ სათუთად და რამხელა სიყვარულით ეპყრობიან ბუნებას ბუკნარის მშენებლები. რადგან პროექტი მშენებლობის პროცესშია, ჯერ მხოლოდ მხოლოდ მათ აქვთ ბუკნარის მაგიურობით ტკბობის ფუფუნება. მშენებლები ემოციურად მღერიან "To build a home"-ს, როგორც გზავნილს ბუკნარის მომავალი ბინადრებისთვის, ვისთვისაც აშენებენ სახლს ჯადოსნურ ტერიტორიაზე, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდება.

ახალი ქართული რივიერა

ბუკნარი აერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს კომპლექსს და პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ აპარტამენტებს საჭირო ინფრასტრუქტურით- დახურული და ღია აუზი, სპა და სპორტული დარბაზი, რესტორნები, კომერციული ზონა, ბიჩ-კლაბი, აკვაპარკი და პადელის მოედანი.

ბუკნარის საცხოვრებელი ბლოკში აპარტამენტების კვადრატულობა იწყება 29 კვ.მ-დან 78 კვ.მ-მდე. მობინადრეებს შეუძლიათ სურვილის მიხედვით შეარჩიონ სხვადასხვა კონდიციის აპარტამენტები: თეთრი კარკასი, რემონტით და ჩაშენებული სამზარეულოთი, ან სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

მშენებლობა ბუნებასთან ჰარმონიაში

გარემოზე ზრუნვა ლისი დეველოპმენტისთვის პრიორიტეტულია არამარტო დაგეგმარების ეტაპზე, არამედ მშენებლობის პროცესშიც. კომპანიას სურს, რომ მშენებლობის პროცესიც კი ახლებური და განსხვავებული პრიზმიდან წარმოაჩინოს, სადაც ეკოლოგიური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს ბუნებრივ გარემოს, უფრთხილდება მას და ზრუნავს მის ხელუხლებლად შენარჩუნებაზე. ეს მიდგომა ლისი დეველოპმენტის ფუნდამენტური ფილოსოფიის ნაწილია.

ლისი დეველოპმენტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე 15 წელია ლიდერობს და გამოირჩევა მწვანე ინოვაციური მიდგომების დანერგვით.
ინდუსტრიული ტრენდები

Skyhi - ციფრული ტრანსფორმაციისა და IT სერვისების სრულყოფილი მართვა ბიზნესისთვის

IT პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებთან საერთო ენაზე საუბრობს