ახალი კამპუსი, ახალი პროგრამები და ახალი ეტაპი BTU-ს განვითარებაში

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული შენობა, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიებით, აუდიტორიებით, ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სტუდენტური სივრცეებით, სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად უკვე მზად არის. კამპუსის გახსნის ღონისძიებაზე, უნივერსიტეტმა განვითარების სტრატეგია, BTU 2.0 წარადგინა, აგრეთვე, გერმანელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში პირველი გაფართოებული რეალობის (XR) ლაბორატორია, უმასპინძლა MIT-ს გენერაციული AI კვლევის პლატფორმის, ORBIT-ის შემქმნელის, დაგლას ვილიამსის ტრენინგს სტარტაპებისთვის და წარადგინა ახალი საერთაშორისო ინიციატივა AI INSTITUTE.

ახალი პროგრამების და ინოვაციური პროექტების ამოქმედებით, დამატებით 6,000-მდე კვ.მ სივრცეში BTU 11,000 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას ქმნის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და 8 წლის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები შექმნა როგორც ტექნოლოგიების, ისე ბიზნესის მიმართულებით. 3 და 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები, 1 და 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები, სადოქტორო საფეხურის უპრეცენდენტო პროგრამები რეგიონში, სტუდენტებს ერთდროულად ორი, ქართული და ევროპული დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს